"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “სიმენსი“?

როგორ გამდიდრდა “სიმენსი“?

“სიმენსი“ ევროპაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა. 2019 წელს, მისმა შემოსავალმა 98 მილიარდი, ხოლო მოგებამ 6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 170 მილიარდი დოლარი, ხოლო საბაზრო კაპიალიზაცია 108 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 385,000 ადამიანი.

               

1847 წელს ბერლინში, პრუსიის სამეფოში გერმანელმა ელექტროინჟინერმა ვერნერ სიმენსმა და მექანიკოსმა იოჰან ჰალსკემ კომპანია “Siemens & Halske“ დააარსეს. კომპანია ჰალსკეს პატარა სახელოსნოში იყო განთავსებული, სადაც 3 თანამშროელი ჰყავდათ. კომპანიის პირველი დიდი წარმატება, ტელეგრაფის სისტემის განავითარება იყო. მორზეს ანბანი ნემსის გამოყენებით დაწერილი ასოებით ჩაანაცვლა. 1848 წელს, კომპანიამ ევროპაში პირველი დიდი დისტანციის ტელეგრაფის ხაზი გაიყვანა, 500 კმ-ით დაშორებული ბერლინი და ფრანკფურტი ერთმანეთს დააუკავშირდა.

          

1850 წელს, ვერნერ სიმენსის უმცროსი ძმა, ვილიამ სიმენსი კომპანიის წარმომადგენელი გახდა ლონდონში და 1858 წელს, კომპანიას ლონდონში უკვე ფილიალი ჰქონდა. მესამე ძმა კარლ სიმენსი, რუსეთში მუშაობდა ტელეგრაფის განვითარებაზე. ინგლისიდან და რუსეთიდან კომპანია შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა, ამიტომ 1857 წელს ახალი საამქრო გაიხსნა ტელეგრაფის საწარმოებლად. რუსეთის იმპერიაში მუშაობის დროს, ძმები სიმენსები რამდენიმეჯერ საქართველოშიც ჩამოვიდნენ. 1860 წელს სიმენსებმა, საქართველოში თბილისი-ქუთაისი-ფოთის ტელეგრაფის ხაზი გაიყვანეს. მომდევნო წლებში გაიყვანეს თბილისი-მოსკოვი, თბილისი-ერევანი და თბილისი-ბაქოს ტელეგრაფის ხაზები.

პირველი ინდო-ევროპული ტელეგრაფის ხაზი კომპანიამ 1867 წელს გაიყვანა, ლონდონი და კალკუტა 11,000 კმ-იანი ხაზით დაუკავშირდა ერთმანეთს.

1879 წელს, ვერნერ ფონ სიმენსმა, პირველი ელექტრო ლოკომოტივი ააგო.

          

გაერთიანებული სამეფოს პატარა ქალაქი გოდალმინგი 1881 წელს გახდა პირველი ქალაქი, რომლის ქუჩები ელექტროენერგიით განათდა და ეს კომპანია “Siemens & Halske“-ს დამსახურება იყო. ტელეგრაფთან ერთად კომპანია აქტიურად დაკავდა ელექტროსისტემების და ნათურების წარმოებით. 1887 წელს ოფისი გახსნეს იაპონიაში.

1903 წელს “Siemens & Halske“-ს კომპანია “ Schuckert & Co“-სთან გაერთიანდა და “Siemens-Schuckert“ ეწოდა. ამ დროისთვის კომპანიაში უკვე 34 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 1919 წელს,  კომპანიამ ოსრამის ნათურების წარმოება დაიწყო. 1930-იანი წლებიდან კი რადიოს, ტელევიზორების და ელექტრო მიკროსკოპების წარმოებას იწყებს. ამავე პერიოდში კომპანია ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობასაც.

მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია ნაცისტური პარტიის დავალებით მუშაობდა, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკშიც ჰქონდა საწარმო გახსნილი. 1945 წელს მისი ბევრი ქარხანა გერმანიის დაბომბვის გამო განადგურდა, განსაკუთრებით ბერლინში. რაც გადარჩა, მისი დიდი ნაწილის კონფისკაცია საბჭოთა კავშირის არმიამ განახორციელა. კომპანიამ მუშაობა 1950 წელს განაახლა კომპიუტერების, მიკროკონდუქტორების და სარეცხი მანქანების წარმოებით.

          

1966 წელს, კომპანიას “Siemens AG“ დაერქვა და დღემდე ეს სახელი ქვია. 1980-იანი წლებიდან “სიმენსმა“ კომპანიების შესყიდვა დაიწყო როგორც გერმანიაში, ასევე სხვა ქვეყნებში. 1981 წელს კომპანიამ პირველი ციფრული ტელეფონი შექმნა.

1980-90-იან წლებში, კომპანია სწრაფად იზრდებოდა და მდიდრდებოდა. ამას პირველ რიგში ელექტროტექნიკაზე და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებდა. 1998 წელს, “სიმენსმა“ ამერიკული კომპანია “Westinghouse“ შეისყიდა, რომელიც გაზის ტურბინებს აწარმოებდა.

2000-იანი წლებიდან, “სიმენსის“ მთავარი საქმიანობა ელექტროენერგიის და მასთან დაკავშრებული ტექნიკის წარმოებაა. მისი აშენებულია გერმანიის ყველა ატომური სადგური, რომელთა მშენებლობა 2011 წლიდან შეწყვიტა. 2019 წელს ელექტროენერგიის წარმოებიდან კომპანიამ 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. შემდეგ მოდის ციფრული ინდუსტრია 17 მილიარდი დოლარით.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა