I'm results-driven and detail-oriented IT Project Manager with a demonstrated history of working on international projects, higher education in business administration along
with geeky interest in computer science.

რატომ არის Silicon Valley გამორჩეული ადგილი

რატომ არის Silicon Valley გამორჩეული ადგილი

რატომ არის Silicon Valley სამოთხე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის? ბოლო წლებში Silicon Valley გადაიქცა სამიზნედ ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის როგორიცაა Apple, Google, HP, Intel, Adobe, Ebay და ა.შ. სწორედ აქ არის განთავსებული ჩამოთვლილი კომპანიების სათაო ოფისები, რომლებიც უკვე წლებია წარმატებულად მუშაობენ. ეს ადგილი ასევე იზიდავს ახალ, საერთაშორისო სტარტაპებსაც, რომლებსაც Silicon Valley-ზე ფეხის მოკიდების იმედი აქვთ. მაინც რატომ არის Silicon Valley ასეთი სასურველი ადგილი როგორც ახალი, ასევე წარმატებული კომპანიებისთვის?

ადგილმდებარეობა

როგორც წესი, ერთი და იმავე ბაზრის ან ინდუსტრიის წარმომადგენლები, ერთ კონკრეტულ ადგილზე იყრიან თავს. მაგალითისთვის კონკურენტი წიგნის მაღაზიები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის ბრენდები. ამის მიზეზი კი ის გახლავთ რომ მომხმარებელს მრავალფეროვნება ურჩევნია და სურს ბევრი ვარიანტიდან საუკეთესო აირჩიოს.

მსგავსი პრინციპითაც, Silicon Valley არის ადგილი სადაც უკვე მომზადებულია ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და იქ მცხოვრები/მომუშავე ადამიანები ამ დარგის სპეციალისტები არიან. შესაბამისად კომპანიებს დიდი არჩევანი აქვთ როცა საქმე თანამშრომლის დაქირავებას ან კომერციული სერვისის შესყიდვას ეხება.

კომუნიკაცია და სპეციალიზაცია

წარმატება ხელს უწყობს წარმატებას. Silicon Valley-ის გარემო ძირითადად აგებულია ინოვაციაზე, კოლაბორაციასა და რისკზე. სწორედ ეს პრინციპები მოტივაციას აძლევს ნებისმიერ იქ მყოფ სტარტაპს და წარმატებულ კომპანიასაც.

სტარტაპების უმეტესობა დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მეწილეების ან თანამშრომლების მიერ არის შექმნილი. დიდი უპირატესობაა როცა მარტივად შეგიძლია იპოვო და დაუკავშირდე ადამიანს, რომელიც შენთვის საინტერესო სფეროს ექსპერტია და შეუძლია მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეს როგორც ოფიციალურ შეხვედრაზე, ისე შესვენების ან უბრალოდ ქუჩაში სეირნობის დროს.

ლოკალური შესაძლებლობები და წვდომა ინფორმაციაზე

Silicon Valley-ზე ყოფნა გაძლევს წვდომას საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე: ASP.NET გამოვიყენო თუ გადავიდე AJAX-ზე? რა არის HTML5-ის გამოყენების უპირატესობები? მსგავს კითხვებზე პასუხი ყველაზე მარტივად სწორედ Silicon Valley-ზე შეგიძლიათ მიიღოთ, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიური ინოვაციების და მომავალი ტრენდების პირველწყაროა. სწორედ აქ იმართება პირველადი პრეზენტაციები და ვორქშოფები ახალ პროდუქტებთან, მიდგომებთან და მოწყობილობებთან დაკავშირებით. ასე რომ Silicon Valley-ზე ყოფნა იძლევა საშუალებას პირველმა იცოდეთ თუ რა იქნება მომავალში ტრენდული.

იურიდიული დახმარება

ადგილობრივი კანონები დიდ როლს თამაშობს ბიზნესის მხარდაჭერაში. ტექნოლოგიური კომპანიები ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ პროდუქტს არ აწარმოებენ, არამედ სერვისებს რომლებიც სხვადასხვა იდეასა თუ პრობლემის გადაჭრაზეა დაფუძნებული, მათ კი ადგილობრივი “ინტელექტუალური საკუთრების” კანონი იცავს, განსაკუთრებით კი მათ რომლებიც ამ ინდუსტრიაში ახლები არიან.

               

საერთო ძალისხმევა

მსგავსი ინტერესის მქონე ორგანიზაციებს სხვადასხვა შედეგის მიღწევა შეუძლიათ საერთო ძალისხმევით და ლობირებით, მაგალითისთვის: ნაკლები შეზღუდვები, ნაკლები გადასახადები, ტრანსპორტის დანიშვნა გარეუბნებიდან ცენტრალურ ქუჩებამდე (თანამშრომელთა კომფორტული გადაადგილებისთვის) და ა.შ.

დაფინანსების ხელმისაწვდომი გზები

მიუხედავად იმისა რომ Silicon Valley-ზე კომპანიის დაარსება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, დაარსების შემდეგ არსებობს დაფინანსების უამრავი გზა. თუ იდეას სტარტაპის უკან საინტერესოა, მარტივია თანამშრომლების მოძებნა, რომლებიც თუნდაც უსასყიდლოდ კომპანიას საწყის ეტაპზე დაეხმარებიან. ვინაიდან Silicon Valley-ზე უამრავ ინვესტორს უჭირავს თვალი, მარტივია პარტნიორების და თანა დამფინანსებლების მოძიება. ამას გარდა პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიური ინვესტორი საკმაოდ ხშირად სტუმრობს Silicon Valley-ს, შესაბამისად შესაძლებელია მათთან შეხვედრა და იდეის განხილვა.

               

კომპანიის ან ინდივიდუალის წარმატებულ სივრცეში პოზიციონირება რათქმაუნდა უამრავ ბენეფიტს გვთავაზობს, თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგალითად დიდი თანხის საჭიროება დაწყებისთვის, ძვირადღირებული სამუშაო სივრცეები, სერვისები და ა.შ. სწორედ ამიტომ ბიზნესის ლოკაცია იმდენად არ განსაზღვრავს მის წარმატებას რამდენადაც ინოვაციური პროდუქტი და სერვისი.

გააზიარე