"ვარ ილიაუნის ბიზნეს სკოლის მოწვეული ლექტორი, ფინანსისტი. ჩემი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას “Ernst & Young'', შემდეგ იყო „საქართველოს ბანკი“, ახლა კი “ლიბერთი ბანკში“ ვმუშაობ".

თვითდასაქმების თავისებურებები საქართველოში

თვითდასაქმების თავისებურებები საქართველოში

შეკითხვაზე თუ რატომ არის მძიმე სოციალური ფონი ჩვენს ქვეყანაში, პასუხად ხშირად ვიღებთ “უფულობას” და “მატერიალურ სიდუხჭირეს”, თუმცა, ჩემი სუბიექტური შეხედულებით, მძიმე სოციალური ფონი გამოწვეულია ჩვენს ხელთ არსებული რესურსების არასწორი გამოყენებით, ან საერთოდ გამოუყენებლობით.  ბოლო დროს ხშირია საუბრები იმაზე, თუ როგორ უნდა შაიცვალოს ადამიანი იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და ეკონომიკურად ფეხზე დადგეს. ერთადერთი მეთოდი, რითიც შესაძლებელია არა ადამიანის ბუნების ცვლილება, არამედ ადამიანის ბუნების განვითარება არის განათლება, ინტელექტის გამდიდრება და სწორედ ეს არის გზა მრავალფეროვანი, ლოგიკურად გათვლილი იდეის რეალიზაციისკენ, სიახლეების შემეცნებისკენ, რაც შობს ბევრ მცირე მეწარმეს – თვითდასაქმებულ ადამიანს.

ბიზნესსაზოგადოება ადამინებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც მრავლისმომცველი და ცოცხალი ორგანიზმია. ის ითხოვს წინსვლას და მიისწრაფვის განვითარებისკენ. მოდით მოვწყდეთ ზეციურ რეგალიებს და შევწყვიტოთ ფიქრი ერთ დღეში დიდი თანხის შოვნასა თუ მოგებაზე. რეალობა გვაიძულებს უბრალო, მცირე მეწარმეობაზე შევაჩეროთ ყურადღება. ვფიქობ, აღნიშვნის ღირსია შემდეგი ტენდენცია, რომელიც უკვე ბოლო რამდენიმე თვეა შეიმჩნევა საქართველოში: საშუალო ასაკის, თბილისში მცოვრები ადამიანები, რუტინული სამუშაო დღის და საცობებში გატარებული საათების ალტერნატივად, ყიდიან მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, იძენენ მცირე ზომის საკუთარ სახლს ქალაქგარეთ და იწყებენ მცირე ბიზნესს: მაგალითად, აშენებენ კურდღლის ფერმას და ამარაგებენ სხვადასხვა საკვებ ობიექტს, გარკვეული რესტორნების მენიუში კურდღლის ხორცის მრავალფეროვანი კერძები უკვე გაჩნდა, რაც მინიშნებაა იმისა, რომ იდეამ გარკვეულწილად გაამართლა.

მთელს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ადამიანის წარმოსახვაში დაბადებული ბიზნეს იდეის სწორად ფორმულირებაა და ყველა იმ რისკის გათვალისწინება, რომელიც თან ახლავს ნებისმიერი ტიპის ბიზნესს. ბიზნესის დაწყება არ არისიმდენად რთული, რამდენადაც მისი შემდგომი მართვაა.ეს წარმოუდგენელია სწორი მენეჯმენტის, სწორად გათვლილი ბიზნეს გეგმის გარეშე. კომერციული ბანკები თავს იკავებენ დაწყებით ეტაპზე მყოფი ბიზნესის დაფინანსებაზე, შესაბამისად რთულია ბიზნესის დასაწყებად თანხის მოძიება და აქვე ავღნიშნავ, რომ არასწორია ბიზნესის დაწყება 100%-ით ნასესხები თანხით, რადგან ის ჩანასახშივე განწირულია გაკოტრებისთვის, და არც ის არის სწორი როდესაც ბიზნესი საერთოდ არ ფინანსება ნასესხები თანხებით. ნაცადი და გამართლებული მეთოდი შემდეგია:

პირველი – გადამწყვეტი როლი ეკისრება იმას, რომ ბიზნესმა დაიწყოს არსებობა პირველი ერთი, მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში. მაგალითად გაყიდული ქონების თანხის 30%-ით (დანარჩენი 50%-ით შესაძლებელია მოხდეს საცხოვრებელის შეძენა ქალაქის გარე უბანში, ხოლო დარჩენილი 20%-ით ანაბრის გახსნა ბანკში).

მეორე – ბიზნესის დაწყებიდან ორი წლის გასვლის შემდეგ მოხდეს დამატებითი რესურსების აღება ბანკიდან ბიზნესსესხის სახით, ბიზნესის გასავითარებლად ლარში და სესხის უზრუნველყოფაში სწორედ ანაბრის თანხის გათვალისწინება მოხდეს.  მთელს ამ პროცესში ოქროს წესად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ ბიზნესის მიერ „დაწერილი“ მოგება საწყისი სამი–ხუთი წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა „ჩატრიალდეს“ ანუ მოხმარდეს ბიზნესის განვითარებას და არა მეწარმის პირად ხარჯებს.

ხშირად, ქართველი მეწარმის ბიზნეს იდეა „კონფლიქტში“ მოდის რეალობასთან, ადამიანი იწყებს ბიზნესს და აღმოჩნდება, რომ ბიზნესი წამგებიანია, ანუ გაკოტრების პირას დგას. ამ დროს ისმის კითხვა – წინასწარ გათვლილი ბიზნეს გეგმა იყო მცდარი? სავსებით შესაძლებელია, რომ მცდარი არა ბიზნეს გეგმა, არამედ ბიზნესის მართვის სტრატეგია იყო.

ფაქტია, რომ გაკოტრებული ბიზნესების შეძენის მიმართ ინტერესს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები გამოთქვავენ. გაკოტრებული ბიზნესი არის იაფი ინვესტირების შანსი, სწორი მენეჯმენტით კი შესაძლებელია კომპანიის კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა და შემდეგ, მისი თუნდაც ათჯერ უფრო ძვირად გაყიდვა. ბიზნესის რეაბილიტაციის პროცესს საშუალოდ სამიწელიწადი ესაჭიროება.

და მაინც, რომელი სჯობს, ვიყიდოთ გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი თუ ახლიდან დავიწყოთ საწარმოს შენება?

პასუხად გეტყვით, რომ გაკოტრებული ბიზნესის რეაბილიტაცია, დროისა და მატერიალური რესურსის გარდა დიდ გამოცდილებას და ჩამოყალიბებულ მენეჯერულ უნარებს მოითხოვს. ამ ნაბიჯს ბევრი კომპანია მხოლოდ იმ მიზეზით დგამს, რომ შეძენილი ქონება იაფი, პერსპექტივა კი ნათელია.

გამოუცდელ მეწარმეს კი ვურჩევდი ბიზნესის ნულიდან დაწყება ამჯობინოს, გააკეთოს ბაზრის სიღრმისული ანალიზი, ფრთხილად შეიმუშავოს ბიზნესგეგმა და მაქსიმალურად გამოავლინოს მისი ცოდნა, ხედვა და უნარები.

მაია მელიქიძე, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა

გააზიარე