"My name is Katrina and I am working in company LTD ‘’Explore Outdoor’’. Working in team building department here in Georgia had made me realized that it is quite new and still not popular way to improve work quality. I enjoy nature of Georgia – mountains, canyons, black sea and also Tbilisi. Always ready for some adventures and new opportunities"

თიმბილდინგი და კორპორატიული ღონისძიებები

თიმბილდინგი და კორპორატიული ღონისძიებები

მე უკვე ნახევარი წელია ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში, და ამ დროის განმავლობაში მივხვდი იმას, რომ აქ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა. უბრალოდ, უნდა დავიწყოთ მათი გამოყენება!

სწავლა კეთების პროცესში

ყოველთვის რთულია, მოიფიქრო მოტივაცია და თანამშრომლებისთვის მადლობის გადახდის ახალი საშუალება. ასევე, ძალიან რთულია, სწორად გადაწყვიტო, რომელი ღონისძიება არის უკეთესი ამისთვის.

არსებობს უამრავი საშუალება – ბუნებრივი პარკები, სალაშქრო ბილიკები, რესტორნები, ბარები, კინოთეატრები და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გუნდს აქვს აქტივობების ძალიან ფართო არჩევანი, საბოლოოდ, ბანალურად სხედხართ სადღაც რესტორანში და სვამთ ღვინოს.

ძალიან საინტერესოა იმის გაგება, თუ რამდენად მნიშნელოვანია თქვენი გუნდი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. მთავარი იდეა გულისხმობს იმას, რომ შეუქმნათ თანამშრომლებს ისეთი სამუშაო პირობები, რომ გუნდმა იმუშაოს თქვენთვის მთელი სულითა და გულით, და არა მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით.

რესტორანში წასვლა, რასაკვირველია, არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ გაატაროთ დრო არაფორმალურ გარემოში, მოდუნდეთ და ისაუბროთ. მაგრამ ახალი რაღაცების შეცნობა ჯგუფთან ერთად გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ. თიმბილდინგ თამაშებით, ორიენტირება ფოტოებითა და სხვადასხვა სახის შეჯიბრების მეშვეობით ისწავლით  გადაწყვეტილებების მიღებას, გაიგებთ, რამდენად კარგი ან ცუდი კომუნიკაცია დაამყარეს თანამშრომლებმა ერთმანეთში და ა.შ.

რა არის თიმბილდინგი და კორპორატიული ღონისძიებები?

ეს ღონისძიებები იგეგმება თანამშრომლებისთვის არამხოლოდ გართობის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მისცენ მათ მუშაობის საშუალება ახალ პირობებსა და უცხო გარემოში. უპირველეს ყოველისა, ეს ღონისძიებები გაძლევთ იმის შეგრძნებას, რომ დაფასებული ხართ თქვენს სამსახურში, მეორე – ეს არის საშუალება კეთების პროცესში ისწავლო რამე ახალი. თიმბილდინგი არის სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარების საშუალება და ურთიერთგაგების დამყარება თავგადასავლის მეშვეობით.

მთელ მსოფლიოში ბევრი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს თავის თანამშრომლებს და აძლევენ მათ მოტივაციას არამხოლოდ კარგი ხელფასის სახით, არამედ თიმბილდინგ ღონისძიებების მეშვეობით, ინსენტივ – ტურებით ან სხვა საინტერესო საშუალებებით. ეს არის ნდობის დამყარებისა და ძლიერი გუნდის შექმნის ყველაზე კარგი ინსტრუმენტი. თუ გეყოლებათ მოტივირებული და ძლიერი გუნდი თქვენს საქმეში, გაცილებით ადვილად მიაღწევთ სასურველ შედეგებს.

 

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა