"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

მორიგი ქართული “ოცნება” თუ რეალური შანსი

მორიგი ქართული “ოცნება” თუ რეალური შანსი

“ყველა ჩვენი ოცნება ახდება, თუ გვეყოფა ვაჟკაცობა, რომ ბოლომდე მივყვეთ მას”. უოლტ დისნეი

2014 წლის  ზაფხულის განსაკუთრებული საღამო. მე მივიჩქარი ეროვნულ მუზუმში. კიდევ ერთხელ უნდა მოვუსმინო გია დვალს. ვფიქრობ, ფიზიკა თუ  გია დვალი. ამ პაზლს ვერასდროს ვხსნი და კონსენსუსით საკუთარ თავთან ვასკვნი: გია დვალი, იმიტომ რომ ფიზიკა. აჩქარებული ნაბიჯით  შევდივარ მუზეუმში. მერე ეზოში ჩამავალ  გაუთავებელ  კიბეს  მივუყვები და ზევიდან ვათვალიერებ  ასამდე ადამიანს.  “ესენიც მეცნიერებით არიან შეპყრობილი”- ვფიქრობ და რაღაცნაირად მიხარია. ვიცი, მელის დაუვიწყარი ერთი საათი. ხოდა ამ ერთი საათის განმავლობაში მე ვუსმენ ზუსტი მეცნიერებების გრანდებს და ვცდილობ, დავინახო “sweet spots” ანუ ის, რითაც  ესა თუ ის მეცნიერბა ხდება უნიკლაური კაცობრიობისთვის.

ფიზიკა როგორც გამოყენებითი მეცნიერიება

არც ჰიგსის ელემენტი, არც ცერნი, არც ნობელის პრემია. იმ დღეს მთელი ჩემი ყურადრება კონცენტრირებული იყო ფიზიკის ახალი მიგნებით. ინოვაცია არა ინოვაციისთვის, არამედ ადამიანებისთვის. ბოლო ოცი წელია ფიზიკაში უმეტესი აღმოჩენა, მოდელი პირდაპირ გადადის გამოყენებით მეცნიერებებში, განსაკუთრებით კი მედიცინაში და თანამედროვე ტექნოლოგიებში. სწორედ ამიტომ დაშორდა ფიზიკა 1980-იანი წლების მთავარ ამოცანას. იმ დროისთვის ფიზიკოსებისთვის რომ გეკითხათ, სად იქნებოდა ეს მეცნიერება 20-30 წლის მერე, გეტყოდნენ – “კოსმოსში”. თუმცა ამ დაშვების მათეული ტემპები საგრძნობლად დაეცა და დღეს ფიზიკა კოსმოსზე მეტად ადამიანების სიცოხლისუნარიანობის მდგრადობაზე ზრუნავს.

ფიზიკა მედიცინაში, ანუ როგრ ვებრძოლოთ სიმსივნეს

ჰოდა ისევ ინოვაციებს რომ დავუბრუნდეთ. რამდენიმე დღის წინ გია დვალის ინიციატივა ადრონული თერაპიის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ სამთავრობო დონეზე განიხილეს. ეს  წამოწყება  მეგაპროექტის სახით დაანონსდა. ადრონული თერაპია სიმსივნის მკურნალობის ერთ-ერთი სახეა, რომელიც რადიოთერაპიის სუბსტიტუტი შეიძლება გახდეს, სადაც სხივებს აქვს უნარი გააქტიურდეს იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც სიმსივნის უჯრედებია. რადიოთერაპიისგან იმით განსხვავდება , რომ დანიშნულების ადგილამდე მიმავალ გზაზე შემხვედრ უჯრედებს არ ანადგურებს. მეორე დადებითი მხარე კი ის არის, რომ იგი  სიმსივნის დნმ-ს ორ ადგილას ხლეჩს, რაც ასევე ზრდის ალბათობას, რომ “კიბო” წარმატებულად იყოს დამარცხებული.

საქართველოს პერსპექტივა

ახლა კონკრეტულად  საქართველოში ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობებზე მინდა ვისაუბრო.  წარმოწყება აღსაფრთოვანებელია და მასშტაბები თვალისმომჭრელი. მაგრამ საინტერესოა, რეალურად გვაქვს თუ არა შანსი გახდეს ეს  პროექტი წარმატებული ქეისი. 

საიდან უნდა დავიწყოთ?

1. კვლევითი ლაბორატორია – თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიის აღჭურვა რამდენიმე ასეულ მილიონ დოლართან არის დაკავშირებული. ბიძინა ივანიშვილმა პირველ შეხედრაზე განაცხადა, რომ ინვესტირებას თავად განახორციელებს. ანუ ინვესტორი უკვე არსებობს და ფინანსური მხარეც დავუშვათ, რომ მოგვარებულია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ცალკე აღებული კვლევითი ლაბორატორია თუ მის ირგვლივ არ ვითარდება  ინსტიტუციები, სადაც ამ კვლევით ლაბორატორიაში დადებულ შედეგებს გამოიყენებენ, არის მორიგი კონტექსტიდან ამოგლეჯილი პერსპექტივის არმქონე წამოწყება.

2. სამედიცინო დაწესებულება – აქ ისევ იმ დაშვებას უნდა მივუბრუნდეთ, რომ კვლევა არა კვლევისთვის არამედ ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. რაც ნიშნავს იმას, რომ სწრაფად უნდა მოხდეს მისი პრაქტიკაში გადმოტანა. ვინ გადმოიტანს მას პრაქტიკაში? არსებობს თუ არა საქართველოში საკმარისი არამატერიალური და მატერიალური რესურსი, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროექტის პრაქტიკულ მხარეს? თუ გვინდა, რომ წარამტებულ ქეისზე ვისაუბროთ სამედიცინო დაწესებულებები,  როგორც ბიზნეს აქტორები ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომლის ინიციატივაც უნდა გახდეს ამ პროექტის დანერგვა.

3. სამედიცინო კლასტერი – თუ ყველაფერი გავთვალეთ, სახელმწიფომ სწორად დაინახა თავისი როლი, შექმნა შესაბამისი პლათფორმა, გახადა ეს ქვეყანა მიმზიდველი სამედიცინო ინდუსტრიის მოთამაშეებისთვის,  ეს პროექტი იქნება პირველი ნაბიჯი და განაცხადი  საქართველოს სამედიცინო კლასტერის ჩამოყალიბების და განვითარების.

სამწუხაროდ არსებული რეალობა ოპტიმისტურ პროგნოზებს არ იძლევა.  მაგრამ დავუშვათ, რომ ყველაფერი დაწერილი სცენარის მიხედვით განვითარდა. მაშინ ნამდვილად არის პერსპექტივა საქართველოს გაუჩნდეს უნიკლაური კომპეტენცია მედიცინაში რეგიონალური მასშტაბით, სადაც ადამიანები შეძლებენ ებრძოლონ სიმსივნეს უახლესი მიდგომებით.

მაგრამ ამ სცენარს განხორციელება სჭირდება: მეცნიერება – როგორც იდეის ავტორი, სამედიცინო ბიზნესი – როგორც შემსრულებელი, მთავრობა – როგორც ხელშემწყობი და ხალხი – როგორც გამჭრიახი, შორსმხედველი საკუთარი კეთილდღეობის, რომელიც დღეს დაიწყებს იმაზე ფიქრს, რა პროფესიები იქნება მოთხოვნადი და მყისიერად მოძებნის გზებს, როგორ დახელოვნდეს ამ მიმართულებით.

დასკვნის ნაცვლად

არ ვიცი, ეს პროექტი რამდენად რეალურია. არც ის ვიცი, ვინმემ გადაამოწმა თუ არა, რატომ მოაქვს გია დვალს ის საქართველოში და რატომ თქვეს ცერნში ამ კვლევებზე უარი.  ამაზე პასუხი შეიძლება იდეის ავტორებს და დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ. ეს ბლოგი კი იმიტომ დავწერე, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს  დისკუსიაში, გაიზარდოს ცნობიერება და ყველამ კარგად გავიაზროთ ჩვენი როლი ამ წამოწყებაში. სახელმწიფო ერთობით შენდება.  

გააზიარე