ექსპორტის ზრდის მოლოდინები საქართველოში და გლობალურად

გლობალური ვაჭრობის შედეგად, 2014 წელი საექსპორტო ბაზრებისთვის პოზიტიური აღმოჩნდა. ექსპორტის ზრდის მოლოდინების კუთხით გასული წელი 2007 წლის შემდეგ საუკეთესო იყო, ბიზნესმენთა 20% მოელოდა გასვლას საერთაშორისო ბაზრებზე.

ტენდენცია ოდნავ შეიცვალა 2014 წლის ბოლო კვარტალში. ევროზონაში არსებული ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად, ბიზნესმენები რეგიონში მაინც ვარაუდობენ საექსპორტო ზრდას. ევროკავშირის ქვეყნებში, ბიზნესმენთა 29% ვარაუდობს საზღვარგარეთის ბაზრებზე გასვლას არა მხოლოდ გერმანიის, თურქეთის, ინდოეთისა და ჰოლანდიის დამაიმედებელი საექსპორტო მაჩვენებლების გამო, არამედ ისეთი მცირედ ოპტიმისტური მაჩვენებლების მქონე ქვეყნებშიც, როგორიცაა: საბერძნეთი (36%) და ესპანეთი (33%).

საქართველოში ეს მონაცემი 8%–ს შეადგენს, სანქცირებული რუსეთის საექსპორტო მოლოდინები კი ძალიან მცირეა - 2%. ასევე მცირე მოლოდინია იაპონურ ბიზნესში (6%). განსაკუთრებული საექსპორტო პოტენციალის მოლოდინი აქვთ თურქეთს, მექსიკას, ინდონეზიას, განსხვავებით ბრაზილიის, რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთისგან, სადაც მეტი აქცენტის გაკეთებას შიდა ბაზრების განვითარებაზე გეგმავენ.

წინა სტატია

GDP-ის ზრდის მოლოდინები საქართველოში და გლობალურად
21 February, 2015

შემდეგი სტატია

ინფოგრაფიკა – საინვესტიციო გეგმები გლობალურად და საქართველოში
02 March, 2015
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker