CopyPaste

პომპეო: აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას

21 მაისი 2018

"რუსეთის საქართველოში შეჭრიდან ათი წელი სრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მთავარ პრინციპებს და ჰელსინკის აქტს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ყველა ვალდებულება, დააბრუნოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი, უზრუნველჰყოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა.

2016-ის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა დაადასტურა ევრო-ატლანტიკური არჩევანი, მათ შორის საქართველოს ნატოში სამომავლო წევრობაც. ჩვენი გადაწყვეტილება უცვლელია, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის დეკლარაციას. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის დღეს, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ვიცით, რომ ღია საზოგადოება ძლიერ ეკონომიკასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. კანონის უზენაესობის დაცვა დამოუკიდებელ სასამართლოსთან ანგარიშვალდებულ მთავრობასთან  და დაცულ პლურალიზმთან ერთად დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია. დემოკრატია რომ უფრო მყარი გახდეს, შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს შექმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ხმა იყოს მოსმენილი პოლიტიკაში, მედიაში და გააძლიეროს ძალაუფლების გადაწყვეტილება და კონტროლი სამთავრობო ინსტიტუტებში".

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრის შემაჯამებელ ბრიფინგზე.  2018 წლის 21 მაისი.

29 იანვარი
2020

გახარია: სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს

პრემიერის ჟურნალისტებთან ინტერვიუ.

28 იანვარი
2020

თურნავა: ძალიან კარგად და შეხმატკბილებულად ვმუშაობთ

ნათია თურნავას, მთავრობის გადადგომასთან დაკავშრებული კომენტარი.

24 იანვარი
2020

მაჭავარიანი: ბიძინას დიდი შესაძლებლობები აქვს და არ გვყვავს სათანადოდ შესწავლილი

ენზელა მაჭავარიანი, ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებზე.

21 იანვარი
2020

თურნავა: რუსი ტურისტები ადასტურებენ, საქართველო უსაფრთხო ტურისტული ბაზარია

საქართველოში მიუხედავად ყველაფრისა ტურიზმი იზრდება.

13 იანვარი
2020

ზურაბიშვილი: ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯაჯგურნოთ, ვიყოთ ერთიანნი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება.

13 იანვარი
2020

ხაზარაძე: იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ დასამარდება

მამუკა ხაზარაძის ინტერვიუ.

10 იანვარი
2020

კაკულია: რუსული საფრთხეების გაუთვალისწინებლობა არ არის პრო-დასავლურობის ინდიკატორი

რომან კაკულიას განმარტება.

9 იანვარი
2020

ცქიტიშვილი: მთავრობა იწყებს ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს

კონსორციუმს არ აქვს წარმოდგენილი რეალური ინვესტორი. 

24 დეკემბერი
2019

კალაძე: მე არ მჭირდება არანაირი პიარი

ჭირდება თუ არა კახა კალაძეს ბოტები და ტროლები?

16 დეკემბერი
2019

ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად

სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020