CopyPaste

ჩეჩელაშვილი: რუსეთს არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ არ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს

14 ივლისი 2019

„რუსეთს არ უნდა შეექმნას ილუზია, რომ არ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს. თუ არ გამოვიყენებთ, მაშინ შემდგომშიც ასე უტიფრად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ყოველთვის უაპელაციოდ გადაწყვეტს იმას, რასაც უნდა და დაგვიწესებს ნებისმიერ სანქციებს. ახლა არის პარადოქსული ვითარება, მთელი მსოფლიო უწესებს სანქციებს რუსეთს, რუსეთი გვიწესებს სანქციებს ჩვენ და თანაც გვაშანტაჟებს, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ ჯეროვნად ვერ ვაფასებთ ჩვენივე შესაძლებლობებს, ანუ არ ვიყენებთ ბერკეტებს, რომლებიც გვაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. კიდევ არის ერთი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ - სანქციები რუსული კომპანიების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე და ყველაზე მარტივია ამ შემთხვევაში, ლუკ ოილის წინააღმდეგ დაწესებული შესაძლო სანქციები. ამ კომპანიას ბაზრის 10-15 % უკავია, არ ვართ დამოკიდებული ამ კომპანიის სერვისებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ლუკ ოილს აქვს ძალიან სერიოზული ინტერესი ჩვენთან და ჩვენი ტრანზიტის გავლით სომხეთში. ამიტომ, როგორც მოექცნენ ყოველგვარი ნორმების დარღვევით აირზენას რუსეთის ბაზარზე, ასევე შეიძლება ჩვენ მოვექცეთ რუსულ კომპანიებს ქართულ ბაზარზე.“

ამის შესახებ ისაუბრა რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა გადაცემაში „ფორბსის კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად“. 2019 წელი, 14 ივლისი. 

29 იანვარი
2020

გახარია: სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა ხდებოდეს

პრემიერის ჟურნალისტებთან ინტერვიუ.

28 იანვარი
2020

თურნავა: ძალიან კარგად და შეხმატკბილებულად ვმუშაობთ

ნათია თურნავას, მთავრობის გადადგომასთან დაკავშრებული კომენტარი.

24 იანვარი
2020

მაჭავარიანი: ბიძინას დიდი შესაძლებლობები აქვს და არ გვყვავს სათანადოდ შესწავლილი

ენზელა მაჭავარიანი, ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობებზე.

21 იანვარი
2020

თურნავა: რუსი ტურისტები ადასტურებენ, საქართველო უსაფრთხო ტურისტული ბაზარია

საქართველოში მიუხედავად ყველაფრისა ტურიზმი იზრდება.

13 იანვარი
2020

ზურაბიშვილი: ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯაჯგურნოთ, ვიყოთ ერთიანნი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება.

13 იანვარი
2020

ხაზარაძე: იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ დასამარდება

მამუკა ხაზარაძის ინტერვიუ.

10 იანვარი
2020

კაკულია: რუსული საფრთხეების გაუთვალისწინებლობა არ არის პრო-დასავლურობის ინდიკატორი

რომან კაკულიას განმარტება.

9 იანვარი
2020

ცქიტიშვილი: მთავრობა იწყებს ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს

კონსორციუმს არ აქვს წარმოდგენილი რეალური ინვესტორი. 

24 დეკემბერი
2019

კალაძე: მე არ მჭირდება არანაირი პიარი

ჭირდება თუ არა კახა კალაძეს ბოტები და ტროლები?

16 დეკემბერი
2019

ზურაბიშვილი: სალობიეშიც ვივლი და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად

სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020