CopyPaste

ცქიტიშვილი: მთავრობა იწყებს ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს

9 იანვარი 2020

”დღეს, მთავრობის სხდომაზე იყო განხილული ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება/არგაგრძელების საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლიდან კონსორციუმის მიერ ხდება ვალდებულებების შეუსრულებლობა და დღეის მდგომარეობით კონსორციუმმა ვერ შესძლო საკუთარი ინვესტიციების - $120 მლნ. მოზიდვა, ვერ მოახერხა საერთაშორისო ბანკებიდან $400 მლნ. სესხის მიღება, ასევე ვერ შეასრულა ბორდის კომერციულ დირექტორთან ხელშეკრულების გაფორმება, ვერ იქნა წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია $20 მლნ. ოდენობით. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს არ აქვს წარმოდგენილი რეალური ინვესტორი. შემდგომ გადავადებას პროექტის განხორციელებისთვის არ ექნება დადებით შედეგი, ამდენად მთავრობა იწყებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს.“

განაცხადა რეგიონალური განვითარების მინისრტმა, ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. 2019 წელი 9 იანვარი. 

"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020