როგორ ვითამაშოთ სწორად?

თუ გასული საუკუნე მასობრივ წარმოებასა და მასობრივ მარკეტინგზე იყო ორიენტირებული, მომდევნო რობოტებსა და FedEx-ს დაეფუძნება. მხოლოდ კომპიუტერებისა და შამპუნების შეკვეთა როდი იქნება შესაძლებელი.
შესაძლოა, რუტინად იქცეს სახელმძღვანელოების, ავეჯის, სარემონტო ნაწილების, ჯინსებისა და დაკონსერვებული წვნიანების ამ გზით მოპოვება. მოთამაშეთა შორის არიან: Materialise-ი 3D ბეჭდვაში, Protolabs-ი მოკლევადიან წარმოებაში, Autodesk-ი დიზაინის პროგრამულ უზრუნველყოფაში.
და როცა თქვენს S&P 500-ის ფონდს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პორტფოლიო ჩაანაცვლებს, რომელიც ინდივიდუალურ რისკებს (მაგალითად, იმას, თუ სად მუშაობთ და სად ცხოვრობთ) ითვალისწინებს, მონაცემებს Morningstar-ი უზრუნველყოფს.