ირლანდიის ეკონომიკა ევროპაში ყველაზე სწრაფად იზრდება

ირლანდიის ეკონომიკა ევროპაში ყველაზე სწრაფად იზრდება

ირლანდიის ეკონომიკა მეორე წელია ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპს აფიქსირებს. სექტემბრის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. 

მესამე კვარტალში ირლანდიის მშპ წინა 3 თვის შედეგებთან შედარებით 1.4% ით გაიზარდა. ირლანდიაში, რომელიც კრიზისის დასაძლევად რამდენიმე წლის წინ იძულებული იყო  საგარეო დახმარებისთვსის მიემართა, დღეს უძრავი ქონების ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. ეკონომიკურმა წინსვლამ გავლენა დასაქმების სფეროზეც მოახდინა და ქვეყანაში უმუშევრობის დონე ბოლო 3 წლის განმავლობაში 15%–დან 9%–მდე შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *