მსოფლიო ინტერნეტ ქსელის (www) გამომგონებელი ახალ პლატფორმაზე მუშაობს

მსოფლიო ინტერნეტ ქსელის (www) გამომგონებელი ახალ პლატფორმაზე მუშაობს

ტიმ ბერნერს-ლიმ, ინგლისელმა მეცნიერმა, რომელიც მსოფლიო ინტერნეტ ქსელის (www) გამომგონებლად არის ცნობილი, განაცხადა, რომ მისი ახალი წამოწყება ორგანიზაციებისთვის სპეციალური პლატფორმის წარმოებას ეხება. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახური (NHS), ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC), NatWest Bank-ი და ფლანდრიის მთავრობა ამ პლატფორმის პირველი მომხმარებლები არიან.

კერძოდ, 2018 წელს ბერნერს-ლის მიერ დაარსებული სტარტაპი Inrupt-ი, მიზნად ისახავს ტექნოლოგიის განვითარებას, რომელიც ადამიანებს თავიანთი მონაცემების კონტროლის შესაძლებლობას მისცემს და ასევე საშუალებას მისცემს აირჩიონ რომელი მონაცემები შეინახონ და ვის ჰქონდეს მათზე წვდომა. 

სტარტაპმა ახალი პლატფორმის – Solid-ის შექმნის შესახებ გუშინ განაცხადა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებთან ერთად შექმნილი პლატფორმა Solid-ი მომხმარებლებს პირადი ონლაინ მონაცემების მარაგის (ე.წ Pods) შექმნის საშუალებას აძლევს, რისი გაზიარებაც მესამე პირთათვის თავიანთი სურვილისამებრ შეეძლებათ.

როგორც სტარტაპის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯონ ბრიუსმა ბლოგში აღნიშნა, მაგალითად, ბრიტანეთის ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახური NHS-ი, პლატფორმას იყენებდა და აძლევდა პაციენტებს შესაძლებლობას თავიანთი პერსონალური სამედიცინო მონაცემები ე.წ Pods-ზე ჩაეწერათ.

“ეს ყოველივე ინოვაციურ ახალ შესაძლებლობლებს მოგვცემს, რითიც არამხოლოდ აღდგება ნდობა მონაცემებთა უსაფრთხოების მიმართ, არამედ ცხოვრებაც გაგვიუმჯობესდება“, – განაცხადა ბერნერს-ლიმ.

ცნობისთვის, ბერნერს-ლიმ მსოფლიო ინტერნეტ ქსელი 1998 წელს შექმნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *