Moderna-ს მილიარდერების ქონება ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა

ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მთავარი აღმასრულებლის სტეფან ბანსელის ქონება $200 მილიონით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითქმის 95%-იანი ეფექტურობის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიის საბჭოს წევრების – მეცნიერის ბობ ლანგერისა და იმუნოლოგ ტიმ სპრინგერის ქონებაც გაიზარდა $100 და $110 მილიონით.

"ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. კვლევამ მოგვცა პირველი კლინიკური დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის დაავადების პრევენცია“, – განაცხადა 48 წლის ბანსელმა.

ცნობისთვის, Moderna-ს ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესში 30 000-ზე მეტ მონაწილეს გაკეთებული სატესტო ვაქცინის შედეგად, კორონავირუსი არ გადაედო. ამ ამბის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის აქციები 9.6%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, Moderna-ს ვაქცინის გარდა, წარმატებული შედეგი აჩვენა Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინამაც. გასულ კვირას აღნიშნულმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ია.

ჩვენ გირჩევთ

Zoom-ის დამფუძნებლის, მილიარდერ იუანის ქონება 20%-ით შემცირდა – გასული კვირის დაზარალებულები

ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

Zoom-ის დამფუძნებლის, მილიარდერ იუანის ქონება 20%-ით შემცირდა – გასული კვირის დაზარალებულები

Zoom-ის დამფუძნებლის, მილიარდერ იუანის ქონება 20%-ით შემცირდა – გასული კვირის დაზარალებულები

წინა სტატია

The Highest-Paid Dead Celebrities Of 2020
17 November, 2020

შემდეგი სტატია

ახალი გზა
17 November, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker