რა შეცვალა პანდემიამ ბილ გეითსის ცხოვრებაში?

მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო, "ჩემი ცხოვრება უკიდურესად შეიცვალა“, – განაცხადა ბილ გეისმა თავის ახალ პოდკასტში.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც პანდემიამ გეითსისთვის გამოიწვია, არის სამუშაო პირობების შეცვლა. მისი თქმით, ის ფიზიკურად ოფისში მარტის შემდეგ არ ყოფილა.

ამასთან, პანდემიამდე გეითსი დიდ დროს უთმობდა ბიზნეს-მოგზაურობებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, ბილ და მელინდა გეითსების ფონდისთვის თანხების მოზიდვას და კოლეგებთან ერთად ოფისში ყოფნას.

"ახლა უფრო მარტივი განრიგი მაქვს“, – აღნიშნა გეითსმა.

როგორც ყველა, ბილ გეითსიც ახლა ნაკლებ დროს უთმობს მგზავრობას, – "თუ სადმე მივდივარ, ვხედავ რომ საცობები საერთოდ არ არის“, – ამბობს ის.

Microsoft-ის დამფუძნებელი პანდემიის სხვა "დადებით მხარეებზეც“ საუბრობს. მაგალითად იმაზე, რომ მას ახლა უფრო მეტი დრო აქვს შვილებისთვის.

ბილ და მელინდა გეითსებს სამი შვილი ჰყავთ: 24 წლის ჯენიფერი, 21 წლის რორი და 18 წლის ფიბი.

"არ მქონდა გააზრებული ის გაურკვევლობა, რაც ახალგაზრდებს აქვთ ახლა გეგმების შედგენისას“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა დამატებით $70 მილიონი გაიღო იმისათვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნას და მისი დისტრიბუცია განხორციელდეს დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

ჩვენ გირჩევთ

ახალი გზა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

ახალი გზა

ახალი გზა

წინა სტატია

ახალი გზა
17 November, 2020

შემდეგი სტატია

Bill Gates on his WFH schedule during the pandemic
17 November, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker