ევროპის ეკონომიკა სამჯერ უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე 2008 წლის კრიზისისას – Morgan Stanley

ევროპის ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან სამჯერ უფრო სწრაფად გამოვა, ვიდრე 2008 წლის კრიზისის დროს გამოვიდა. ამის შესახებ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები აცხადებენ.

შეგახსენებთ, ევროპაში ინფექციის გავრცელების მეორე ტალღაა, რის გამოც დაწესებულია შეზღუდვები და ლოქდაუნები. შექმნილი მდგომარეობა კი ბუნებრივია ეკონომიკური აქტივობის მორიგ შეფერხებას იწვევს. თუმცა, Morgan Stanley-ში ამბობენ, რომ 2021 წელს ეკონომიკის აღდგენას უნდა ველოდოთ კონტინენტზე.

"2021 წლის გაზაფხულზე, როგორც მოსაოდნელია იქნება ეფექტური ვაქცინა, ამიტომაც ჩვენ ველოდებით რომ გაიზრდება მოთხოვნა და აღდგება ეკონომიკა“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

შეგახსენებთ, ევროზონაში 2020 წლის მეორე კვარტალში მშპ 11%-ით შემცირდა და ეს პირველმა ლოქდაუნებმა გამოიწვია. თუმცა, მესამე კვარტალში გაიზარდა 12%-ით, როცა ლოქდაუნები თითქმის არ იყო.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მომხმარებელთა სურვილი რომ დახარჯონ და ასევე დაზოგონ თანხები, ეკონომიკური აღდგენის პროცესს დაეხმარება.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკმა - “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა

Bloomberg: ივანიშვილის ქონება პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა

საქართველოს ბანკმა - “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა

საქართველოს ბანკმა - “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა

წინა სტატია

საქართველოს ბანკმა - “ინვესტორთა დღე 2020” ვირტუალურად გამართა
18 November, 2020

შემდეგი სტატია

Europe’s economic recovery will be three times faster than after 2008 crisis, Morgan Stanley says
18 November, 2020
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker