რა გამოწვევები არსებობს ვაქცინის მასობრივი წარმოებისა და ტრანსპორტირების კუთხით?

ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მისმა ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა, მსოფლიოსთვის იმედისმომცემი გახდა, ამას წინ უძღოდა სხვა კომპანიების – Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც.

თუმცა, გამოწვევები მაინც არსებობს, მათ შორის თავდაპირველად საჭირო რაოდენობის ვაქცინის წარმოება, რაც კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას შეუწყობს ხელს, და შემდეგ ტრანსპორტირებაც.

ლოგისტიკური საკითხები ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიიჩნევა, ვინაიდან ვაქცინის ტრანსპორტირებას და დისტრიბუციას სჭირდება შესაბამისი პირობები. თუ დაბალ ტემპერატურაზე არ მოხდა მისი შენახვა, გამოდის ვაქცინა დაკარგავს ეფექტურობას.

Pfizer-ის ვაქცინას –70 გრადუსზე შენახვა სჭირდება. Moderna-ში კი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობის შენარჩუნებისთვის 2-7 გრადუსი საკმარისია. მისი დასაწყობება კი 6 თვემდე ვადით შესაძლებელია –20 გრადუსზე.

რაც შეეხება წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აღსანიშნავია, რომ შვეიცარულმა ფარმაცევტულმა კომპანია Lonza-ს განაცხადა, რომ ის Moderna-სთან თანამშრომლობს და ამ კომპანიასთან ერთად აპირებს 400 მლნ დოზის წარმოებას წლის განმავლობაში. თავად ამერიკული კომპანია 2021 წლისთვის ჯამში 1 მილიარდამდე დოზის წარმოებას ისახავს მიზნად. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აიცრება, დასჭირდება ორი დოზა. შესაბამისად ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როდის გახდება მასობრივად ხელმისაწვდომი ვაქცინა.

"ჩვენ მაქსიმუმ 500 მლნ ვაქცინის წარმოება შეგვიძლია წლის განმავლობაში თუ დამატებით საწარმოო ხაზებს შევქმნით, ასე რომ ნათელია, რომ გვჭირდება დამატებითი ინვესტიცია, თუ გვინდა რომ წელიწადში 500 მილიონზე მეტი დოზა ვაწარმოოთ“, – განაცხადა Lonza-ს ხელმძღვანელმა.

ჩვენ გირჩევთ

უწყვეტი პროცესი

ფაუჩის თქმით, ვაქცინაციის შემდეგაც არ უნდა ვთქვათ უარი პირბადეებსა და დისტანცირებაზე

უწყვეტი პროცესი

უწყვეტი პროცესი

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარადჭერით Fuckup Nights ბრუნდება!
18 November, 2020

შემდეგი სტატია

Moderna’s coronavirus vaccine maker identifies ‘big challenges’ to mass production
18 November, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker