კავშირის გაწყვეტა

“ახალი ტექნოლოგია ნამდვილი საოცრებაა“, თქვა მონუსხულმა ფრენკ სტენტონმა – Columbia Broadcasting System-ის (CBS) სტაჟიანმა პრეზიდენტმა. მას შეეძლო, ოფისის თავზე, ნიუ-იორკის ცაში აეხედა და წარმოესახა დრო, როცა CBS-ის ახალი ამბების პროგრამებს სატელიტები მთელ მსოფლიოში ამოგზაურებდნენ.

ეს დღეს მართლაც ხდება და ეს არ არის ერთადერთი ცვლილება კომუნიკაციებში, რომელიც Forbes-მა იწინასწარმეტყველა: დაწყებული ჭკვიანი ტელეფონებით, – იგივე “ ’დიკ ტრეისის’ მინიატურული ტელეფონებით“, როგორც მათ ვუწოდებდით, – კომპიუტერის მეშვეობით მყისიერად მისაწვდომი ინფორმაციითა და სატელევიზიო არხების სოკოებივით მომრავლებით დამთავრებული, ყველაფერი განვჭვრიტეთ, – იმ არხებისა, რომლებიც პრეზიდენტობის ნებისმიერ სერიოზულ კანდიდატს აიძულებდა, “ფოტოგენურ სატელევიზიო ფიგურად“ ქცეულიყო.

რამდენიმე პროგნოზი არ გამართლდა, მათ შორის, ის, რომ აშშ- ის საფოსტო სერვისი – “მოუქნელი ინსტიტუტი“ 1967-შიც კი – ციფრული გახდებოდა. მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ ამ ინოვაციებს თავისი ფასი მოჰყვებოდა – ის, რაც სოციალურად დისტანციურ 2020-ში ასე მძაფრად იგრძნობა.

“თუ ჩვენი მთავარი კავშირი ადამიანებთან ელექტრონულია, მაშინ რეალური გრძნობები ვეღარ გვექნება, – გვაფრთხილებდა დოქტორი ჰარი ლევინსონი – ტოპეკაში (კანზასი) მდებარე Menninger Foundation-ის ექსპერტი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში. – ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაცნობას. ...კი, შესაძლოა, ზოგადი ცოდნა გვქონდეს იმისა, თუ რა ხდება, მაგრამ ადამიანების იზოლაციის ხარჯზე”.

ჩვენ გირჩევთ

როგორ შეიცვალა მოთხოვნა ტელეკომ-პროდუქტებზე და რა სიახლეებია მოსალოდნელი უახლოეს მომავალში

მენეჯერის სახელმძღვანელო: უკუკავშირი

როგორ შეიცვალა მოთხოვნა ტელეკომ-პროდუქტებზე და რა სიახლეებია მოსალოდნელი უახლოეს მომავალში

როგორ შეიცვალა მოთხოვნა ტელეკომ-პროდუქტებზე და რა სიახლეებია მოსალოდნელი უახლოეს მომავალში

  

წინა სტატია

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი სარა ვილიამსონი გახდა
21 November, 2020

შემდეგი სტატია

რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას? – ეკონომიკური კალენდარი
23 November, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker