ბიზნეს ბანაკი ბრუნდება!

ბიზნეს ბანაკი  ბრუნდება!

ბიზნეს ბანაკი არაერთი ცალკეული რეგიონის შემდეგ ამჯერად სრულიად საქართველოს მასშტაბით შემდეგ მუნიციპალიტეტებზე ფოკუსირებით ტარდება: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

[MAINPICTURE] 

მათ, ვისაც სურს დაიწყოს ბიზნესი ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში, მაგრამ არ იცის როგორ ან უკვე აქვს ბიზნეს იდეა ან შესაძლოა ჯერ ისევ ფიქრობს რომელ მათგანზე დაიწყოს მუშაობა, ბიზნეს ბანაკის პრეაქსელერაციის პროგრამა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს თავიანთი ბიზნესის წამოწყებისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

ბიზნეს ბანაკი ქართულ ენაზე, 2 დღის განმავლობაში, 12-13 დეკემბერს, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რაღა თქმა უნდა, ონლაინ რეჟიმში, ZOOM პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება.

პრეასქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას წინასწარი რეგისტრაციისა და შესარჩევი პროცესის გავლის შემთხვევაში.

პროგრამა თითოეულ შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობას მისცემს 2 დღის განმავლობაში  განავითარონ თავიანთი ბიზნეს იდეები და ისწავლონ გამოცდილი მეწარმეებისა და სპეციალისტებისგან. გარდა ამისა, გამარჯვებულები შეძლებენ დაჩქარებული წესით მიიღონ მონაწილეობა სოფლის განვითარების პროგრამაში“, რაც ნიშნავს, რომ მათი განცხადებები ავტომატურად გადავა შეფასების კომისიის განხილვის ეტაპზე.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები თავიანთი იდეის მიხედვით იმუშავებენ ისეთ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებზე, როგორებიცაა ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის ძირითადი მომხმარებლის განსაზღვრა, პრობლემის გადაჭრის გზები, ხარჯებისა და შემოსავლების მოწესრიგება და სხვა მრავალი გარდაუვალი ეტაპი იდეის დასახვეწად, ბიზნეს პროექტის გასაწერად და საბოლოოდ მისი სრულყოფილი პრეზენტირებისათვის.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელოა Facebook ივენთის აღწერაში მოცემული სააპლიკაციო ფორმის შევსების მეშვეობით.

აპლიკაციების მიღება 7 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:59 საათზე შეწყდება, მათი განხილვა კი მიღებისთანავე დაიწყება. შერჩეულ კანდიდატებს პროექტის ორგანიზატორები 8 დეკემბერს დაუკავშირდებიან.

პროგრამა, ორგანიზებულია თბილისის სტარტაპ ბიუროს ინიციატივით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარეის გაუმჯებესება საქართველოში“ (IRDG) მიერ, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში და განხორციელებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.  

გისურვებთ წარმატებებს!

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *