ჯანდაცვის სამინისტროს 96 მილიონით გაზრდილი ბიუჯეტიც არ ყოფნის

დეკემბრის დასაწყისში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის გეგმა 96 მლნ ლარით გაიზარდა, ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი კი 106.4 მლნ ლარით გაიზარდა, რადგან 10.4 მლნ ლარი დაემატა სამინისტროს სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად.

მიუხედავად ამისა, 17 დეკემბრის მდგომარეობით, წლის ბოლომდე სამინისტროს დასახარჯად 7.5 მლნ ლარი დარჩა. ისევ გადახარჯვაა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაში, რომელიც წლიურ გეგმას 2.9 მლნ ლარით უკვე გადასცდა და წლის ბოლომდე დაახლოებით 15 მლნ ლარის დამატება დასჭირდება. სამინისტროს მოუწევს აღნიშნული დანაკლისი სხვა მუხლების ეკონომიის ხარჯზე შეავსოს ან 2016 წლის ბიუჯეტიდან დაფაროს დავალიანების ნაწილი.

ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი:

ბიუჯეტის მუხლები (მლნ ლარი)

წლიური  გეგმა

გაწეული ხარჯი

დარჩენილი რესურსი

სამინისტროს ბიუჯეტი სულ

2881.7

2874.2

7.5

პროგრამების მართვა

52.2

53.6

-1.4

პენსია და სოციალური დახმარება

2039.3

2030.8

8.5

პენსია

1399.1

1399

0.1

სოციალური დახმარება

620.2

613.1

7.1

ჯანდაცვა

763.2

766.1

-2.9

საყოველთაო ჯანდაცვა

566

563.1

2.9

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

57.6

72.2

-14.6

მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში

138.7

130.3

8.4

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია

25.5

23.2

2.3

დასაქმების სისტემის რეფორმა

1.6

0.4

1.2

 

წინა სტატია

ფერმერი დიდი ქალაქიდან
18 December, 2015

შემდეგი სტატია

ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 53.6 მილიონი ლარი შეადგინა
21 December, 2015
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker