500 Georgia-ის ახალაღმოჩენილი სტარტაპერები

ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ინივაციების მსოფლიო რუკაზე მოხვედრა არც ისე მარტივია. მაშინ როდესაც რამდენიმე წლის წინ შეიძლება ითქვას, საქართველო არც ჩანდა გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში, დღეს უკვე არაერთი სტარტაპითაა წარმოდგენილი. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე ცოტა ადამიანი გვყავს ქვეყანაში, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და მათი ინოვაციური იდეები სერიოზულ წარმატებასაც აღწევენ.

ამ ყველაფრის წარმოჩენას და აღმოჩენას ხელი საქართველოს, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობამაც შეუწყო, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მოხერხდა.

500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. ის 2010 წლიდან მოქმედებს, რომელმაც ამდრომდე 77 ქვეყნის 2400-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია. მის პორტფოლიოში შედის ისეთი Unicorn-სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. სწორედ ასეთ პროგრამაშია ჩართული საქართველოც თითქმის ერთი წელია.

პირველი შთამბეჭდავი შედეგებიც უკვე არის. აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაკადში 15-მა ქართულმა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა კი 5 მლნ აშშ დოლარს აღემატება. პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი Cardeal-ი და Cargon-ია, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულზე ტექნოლოგიების გლობალურ ეპიცენტრში, სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან, სადაც 500 Georgia-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ წარმატებულ სტარტაპებს თავად „სილიკონ ველიზე“ გაიცნობენ. ეს არამხოლოდ ამ კონკრეტული სტარტაპერების, არამედ მთლიანი ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება. პროექტის მთავარი მიზანიც ესაა - საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.

უკვე დაწყებულია 500 Georgia-ის აქსელერაციის პროგრამის მეორე ეტაპიც. მეორე ნაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროცესი - ონლაინ ,,ბუთქემფი“ ამჟამად მიმდინარეობს, ის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და უორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს ეცნობიან, როგორიცაა: პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა. ეს დაეხმარება მათ განვითარდნენ, დახვეწონ იდეები, ან სულაც ახალი იდეები შეიმუშაონ.

მათ შორის არის ნინო დვალიძეც, რომელიც პლატფორმა My Nanny-ს თანადამფუძნებელია. აღნიშნული კომპანია მშობლებს სწრაფად და მარტივად აკავშირებს სასურველ ძიძასთან და ტუტორთან. My Nanny-ს ვებ-პლატფორმა საცდელ რეჟიმში სექტემბერში გაეშვა და პანდემიის მიუხედავად, ამ ორი თვის მანძილზე, წარმატებით ახერხებს განვითარებას, - "500 Georgia ჩვენთვის უაღრესად დროული და საჭირო შესაძლებლობა იყო, იმისთვის რომ განვითარების ტემპი არ დაგვეგდო. ჩვენს გუნდში კარგად ვიცით, სად გვაქვს ცოდნისა და გამოცდილების შეძენის საჭიროება. 500 Georgia ბრწყინვალე შესაძლებლობას გვაძლევს, ეს სიცარიელეები საუკეთესო ექსპერტებისგან, ზუსტად ჩვენზე მორგებული კონსულტაციისა და ცოდნის მიღებით შევავსოთ. ეს არის შეუფასებელი რამ, რასაც პროგრამა ქმნის. ეს აუცილებლად აისახება ჩვენი კომპანიის შედეგებზეც“, - აღნიშნა ნინო დვალიძემ Forbes Georgia-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, სტარტაპ იდეის განხორციელება იოლი არსად არის და მითუმეტეს საქართველოში, სადაც პატარა ბაზარია. ნებისმიერი სტარტაპ იდეა კი გლობალური პოტენციალის გარეშე განწირულია. თუმცა, ნინო ამბობს, რომ 500 Georgia სტარტაპებისთვის ქმნის შესაძლებლობას, სრულიად სხვა განზომილებაში გადაიყვანონ სტარტაპი, გასცდნენ ლოკალურ შესაძლებლობებს და ფრთები გლობალურ ბაზარზე გაშალონ.

იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა უმიშვნელოვანესია საქართველოსთვის, 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის კიდევ ერთი მონაწილე მარიამ ჯაფარიძეც საუბრობს, რომელმაც ინოვაციური 3D პროგრამა Cityscape Pro შექმნა. მარიამი სტარტაპზე, რომელიც არქიტექტურული ვიზუალიზაციის დარგში სამუშაოს 40%-მდე ავტომატიზაციისთვის შეიქმნა, თავის გუნდთან ერთად ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

"500 Georgia- ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს არის უზარმაზარი გამოცდილების მქონე პროფესიონალების და მენტორების გუნდი, რომელიც ხელს
შეგვიწყობს სწრაფად განვვითარდეთ და დავმკვიდრდეთ საერთაშორისო ბაზარზე“, - ამბობს მარიამი.

500 Georgia-ის აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის მონაწილე კიდევ ერთი სტარტაპერია უკრაინელი მაიკლ ლაზარენკო, რომელმაც Agrolabs-ი საქართველოში შექმნა. აღნიშნული სტარტაპი სათბურის მფლობელ ფერმერებს ეხმარება ყოველდღიური სამუშაოები ავტომატურ რეჟიმზე გადაიყვანონ, გაზარდონ მოსავლის რაოდენობა და წარმადობა. ამისათვის კომპანია იყენებს ინდუსტრიულ IoT სენსორებს, რომლებიც სპეციალურად სათბურებისთვის შეიქმნა და რომლის ალგორითმიც მონაცემების ანალიზის საშუალებას იძლევა სათბურში მიმდინარე პროცესების შესახებ.  

ლაზარენკო ამბობს, რომ აქსელერაციის გლობალურ პროგრამაში მონაწილეობა მას წვდომის შესაძლებლობას მისცემს კორპორტიულ თანამშრომლობასა და მხარდაჭერაზე. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა მშპ-ს ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია, ეს სექტორი მაინც შორსაა ტექნოლოგიურ წინსვლებთან, ჩვენი შეთავაზება კი ფერმერებს აძლევს შესაძლებლობას გაზარდონ საქმიანობის ეფექტურობა“, - დასძინა ლაზარენკომ.

ცნობისთვის, 500 Georgia-ი აქსელერაციის პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე  უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქათული ეკო სისტემის წევრები. ამჟამად პროგრამის მეორე ნაკადში 15 კომპანიაა ჩართული. Agrolabs-ის და My Nanny-ს გარდა, არიან Activechat, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me.

"მინდა ვუთხრა პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს, რომ არ გაჩერდნენ, ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ახსოვდეთ რომ, გზა სულ არის განავითარონ სტარტაპი“,- ეს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის სიტყვებია, რომელსაც სტარტაპებს ურჩევს.  

ჩვენ გირჩევთ

ნოემბერში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.9%-ით გაძვირდა

Debenhams-ი 240-წლიანი არსებობის შემდეგ იხურება

ნოემბერში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.9%-ით გაძვირდა

ნოემბერში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.9%-ით გაძვირდა

წინა სტატია

ნოემბერში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.9%-ით გაძვირდა
03 December, 2020

შემდეგი სტატია

მსოფლიო ეკონომიკა 2021 წლის ბოლოს აღდგება
03 December, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker