მსოფლიო ეკონომიკა 2021 წლის ბოლოს აღდგება

მსოფლიო ეკონომიკა 2021 წლის ბოლოს აღდგება

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) გლობალურ ეკონომიკურ პროგნოზს ცვლის. ორგანიზაციის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა პრეპანდემიურ ნიშნულს 2021 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება.

როგორც CNBC წერს, გლობალური ეკონომიკური პროგნოზის გაუმჯობესება ნაწილობრივ, ვაქცინის რამდენიმე კანდიდატის ეფექტურობის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა გამოიწვია.

„პირველად მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, გაჩნდა იმედი უფრო ნათელი მომავლისა. ყველაზე ცუდი უკვე თავიდან გვაქვს არიდებული, თუმცა, ვითარება კვლავ სახიფათოა მოწყვლადი მოსახლეობის, კომპანიებისა და ქვეყნებისათვის“, – აღნიშნულია OECD-ის განცხადებაში.

ბოლო ეკონომიკურ პროგნოზში ორგანიზაცია აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკის შემცირება მიმდინარე წელს 4.2%-ით არის მოსალოდნელი, მაშინ როდესაც სექტემბრის პროგნოზით ეს მაჩვენებელი 4.5% იყო.

ამდროისთვის, OECD ვარაუდობს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 4% იქნება. 2021 წელს 4.2%, ხოლო 2022 წლისთვის 3.7%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *