იანვარ-ნოემბერში პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 135 მილიონი ლარი შევიდა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2015 წლის საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს მოიცავს, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში პრივატიზაციის შედეგად 134.9 მილიონი ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 76.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალმა 58.3 მილიონი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდაან შემოსავალი ძირითადად შენობებისა და ნაგებობების გაყიდვიდან შევიდა, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტებში – მიწის გაყიდვიდან.

აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის გამყარების ხელშესაწყობად, მთავრობა გეგმავდა პრივატიზაციიდან მოეზიდა 300 მილიონ დოლარამდე, თუმცა მას შემდეგ 9 თვე გავიდა და ჯერჯერობით მხოლოდ 134.9 მილიონი ლარია ბიუჯეტში შემოსული, რაც დაახლოებით 60 მილიონი დოლარია. თუმცა, გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით პრივატიზაციიდან შემოსავალი 79%-ით არის გაზრდილი.

ცხრილი - სახელმწიფოს შემოსავალი არაფინანსური აქტივების გაყიდვიდან (პრივატიზაციიდან):

(მილიონ ლარებში)

სახელმწიფო ბიუჯეტში

ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი

ჯამი

სულ

76.6

58.3

134.9

ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

74.1

16.5

90.6

მათშორის: შენობებისადანაგებობებისგაყიდვიდან

73.2

16.3

89.5

მიწის გაყიდვიდან

2.5

41.8

42.4

 

წინა სტატია

ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ 53.6 მილიონი ლარი შეადგინა
21 დეკემბერი, 2015

შემდეგი სტატია

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზრდება
21 დეკემბერი, 2015
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker