The Valuable 500 - ინიციატივა, რომელიც სამუშაო სივრცეში ინკლუზიურობის ხარისხის ზრდას ისახავს მიზნად

The Valuable 500 - ინიციატივა, რომელიც სამუშაო სივრცეში ინკლუზიურობის ხარისხის ზრდას ისახავს მიზნად

საერთაშორისო ასოციაცია The Valuable 500 აღმასრულებელ დირექტორთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებასა და ბიზნეს სექტორში ინტეგრაციის პროცესში.

კამპანიის სათავეში სოციალური მეწარმე და აქტივისტი, ქეროლაინ ქეისი დგას, რომელმაც 2019 წელს გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ The Valuable 500-ის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხის კომპანიების დღის წესრიგში მოხვედრა წარმოადგენს.

“გავლენიანი ბიზნესლიდერებისა და ბრენდების ჩართულობით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ ინკლუზიური გარემო, რომელიც 1.3 მილიარდ ადამიანს მისცემს საშუალებას, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი ბიზნეს, სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში”, – თქვა ქეროლაინ ქეისიმ.

კამპანია 2021 წლის იანვრამდე 500 ნაციონალური და მულტინაციონალური კომპანიის პროექტში ჩართვას ისახავს მიზნად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში.

“მსოფლიოს მასშტაბით არსებული კომპანიების მხოლოდ 4% ცდილობს შექმნას ინკლუზიური გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ბაზრის მნიშვნელოვანი აქტორების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება ბიზნეს გარემოში პოზიტიური ცვლილების განხორციელება”, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ამჟამად, კამპანიაში 366 ორგანიზაცია და აღმასრულებელი დირექტორი მონაწილეობს. მათ შორის არიან ისეთი კორპორაციები, როგორებიცაა: Google, Microsoft, Coca-Cola, Adobe, BBC, Barclays, KPMG, Hilton, და სხვა.

გასულ კვირას მათ რიცხვს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც” შეუერთდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ანდრე კალანცოპოლოსის განცხადებით, PMI-ს მიერ ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღება კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს კომპანიაში ინკლუზიური და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნის პროცესში.

“გლობალურ კორპორაციებს, რომლებიც მსოფლიოში ბიზნეს ამინდს ქმნიან, აქვთ შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე იმით, რომ შექმნან თანასწორი სამუშაო გარემო. ამ კომპანიების რიცხვს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც” მიეკუთვნება. ინიციატივაზე ხელის მოწერის შედეგად ჩვენ შევუერთდით გლობალურ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას. ეს არის თანასწორი საზოგადოების მიღწევისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, – განაცხადა ანდრე კალანცოპოლოსმა.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” მიზნად ისახავს, შექმნას ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ინკლუზიური გარემოს განვითარებას შეუწყობს ხელს და დასაქმებულებს განსხვავებული გამოცდილებითა და ისტორიებით სავსე გარემოს შესთავაზებს.

“მიგვაჩნია, რომ ამ ინიციატივაში ჩართულობა სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი კომპანიისთვის, რადგან შესაძლებლობას მოგვცემს, მოვიზიდოთ უფრო მეტი ნიჭიერი ადამიანი, მათი განსხვავებული პერსპექტივებითა და ცხოვრებისეული გამოცდილებებით. შედეგად, საშუალება გვექნება უფრო მეტი კრეატიულობა და ინოვაცია შემოვიტანოთ სამუშაო სივრცეში და მივაღწიოთ ჩვენს უმთავრეს მიზანს – შევქმნათ უკვამლო მომავალი”, – განაცხადა ანდრე კალანცოპოლოსმა.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში PMI სამ ძირითად ინიციატივას განახორციელებს: პირველ რიგში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპანიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ადამიანების ინტეგრაციის პროცესზე იქნება პასუხისმგებელი და ხელს შუწყობს კომპანიაში ცნობიერების ამაღლებას. ასევე, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ გეგმავს შიდა და გარე კომუნიკაციების ტექნოლოგიების დახვეწას და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. მესამე ინიციატივის შედეგად კი მოხდება კომპანიაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ინდივიდს ექნება საკუთარი გამოცდილების თავისუფლად გაზიარების შესაძლებლობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *