აშშ-ის $4.3-მილიონიანი დახმარებით, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ლაზერული სისტემა MILES-ი გადაეცათ

აშშ-ის $4.3-მილიონიანი დახმარებით, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ლაზერული სისტემა MILES-ი გადაეცათ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა.

“ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.

$4.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს,” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

სამხედრო მხარდაჭერის კომპონენტი საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილია. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აშშ საქართველოს სამხედრო მხარდაჭერისთვის $40 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *