Delta თანამშრომლებს მოუწოდებს 2021 წელს უფრო მეტი არაანაზღაურებადი შვებულება გამოიყენონ

Delta თანამშრომლებს მოუწოდებს 2021 წელს უფრო მეტი არაანაზღაურებადი შვებულება გამოიყენონ

ამერიკული ავიაკომპანიის Delta-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი მოუწოდებს თანამშრომლებს 2021 წელს უფრო მეტი არაანაზღაურებადი შვებულება გამოიყენონ, ვინაიდან ინდუსტრია კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მომავალი წლისთვისაც შემცირებული იქნება მოგზაურობა.

“ჩვენი მოხალისეობრივი არაანაზღაურებადი შვებულების პროგრამის გაგრძელება მნიშვნელოვანი იქნება კომპანიის ზრდის აღდგენისთვის. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ამ პროგრამის მონაწილეები პროგნოზირებადი მომავლისთვის. მე გთხოვთ ყველას გაითვალისწინოთ, რომ მოხალისეობრივად არაანაზღაურებად შვებულებაში გასვლა თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ედ ბასტიანმა.

Delta და სხვა ავიაკომპანიები ბოლო კვირების განმავლობაში კვლავ აცხადებენ ჯავშნების შემცირებას, ვინაიდან აშშ-ში დღიური კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გასულ სამშაბათს ქვეყნის აეროპორტებში 501 513 მგზავრი გაატარეს, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ 1.9 მლნ მგზავრი იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *