გზა წარმატებისკენ. დღეგრძელობას გისურვებთ!

გზა წარმატებისკენ. დღეგრძელობას გისურვებთ!

დაახლოებით $35 მილიარდის მფლობელი, 87 წლის ლი კა-შინი აზიაში – უმდიდრესი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია, თუმცა ცხოვრება ომის ლტოლვილად, ჯიბეგამოფხეკილმა, დაიწყო.

1928  დაიბადა გუანდუნის პროვინციაში, ქალაქ ჩაოჟოუში, სკოლის დირექტორის ოჯახში.

1940  იაპონური ოკუპაციის კვლადაკვალ, მამა ჩემოდნებს ალაგებს და ოჯახთან ერთად, ჰონკონგში გარბის. ორი წლის შემდეგ მამა ტუბერკულოზით კვდება. 12 წლის ასაკში, ოჯახის შენახვის მიზნით, ლი საათის პლასტმასის სამაჯურების მწარმოებელ კომპანიაში იწყებს მუშაობას. “ომის გაუსაძლისი ჭაპანი და სიღარიბის გემო – ამ მოგონებების დავიწყება თითქმის შეუძლებელია”, – ამბობს ლი.

1950ლი კომპანიიდან მიდის და საკუთარ ბიზნესს იწყებს – პლასტმასის თოჯინებს ამზადებს. მოგვიანებით კი პლასტმასის ყვავილებზე გადადის. ათ წელიწადზე მეტი გადის და ჰონკონგის აჯანყებები საკუთრებათა ღირებულებას ამცირებს, რაც მას საშუალებას აძლევს, კომერციული უძრავი ქონება იაფად შეიძინოს.

1972მას გასაყიდად გააქვს თავისი ჰოლდინგი ჰონკონგში, Cheung Kong Ltd. ინვესტორები ვერ ძღებიან. მართლა. მოთხოვნამ პირველად საჯარო შეთავაზებაზე გამოსაშვებად დაგეგმილი აქციების რაოდენობას 65-ჯერ გადააჭარბა.

1979  ლი ხდება პირველი ეთნიკური ჩინელი, რომელიც ერთ-ერთი ძველი ბრიტანული სავაჭრო სახლის – იმ დროს დაბეჩავებული Hutchison Whampoa-ს – საკონტროლო წილს ყიდულობს.

1986 ყიდულობს აქციების საკონტროლო პაკეტს კანადურ Husky Energy-შიც. ერთი წლის შემდეგ ეს ინვესტიცია, სხვა აქტივებთან ერთად, მას Forbes-ში ანიჭებს ადგილს – მსოფლიოს წამყვან მილიარდერებს შორის. “ჩემი ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ბედმა მართლაც ბევრი შესაძლებლობით დამაჯილდოვა”.

1999  ჯეკპოტი! Hutchison-ი თავის ყველაზე სარფიან გარიგებას დებს: თავის წილს ტელეკომუნიკაციების კომპანია Orange Plc.-ში დაახლოებით $15 მილიარდად გერმანულ Mannesmann-ს მიჰყიდის.

2006  პირობას დებს, რომ თავისი სიმდიდრის მესამედს Li Ka Shing Foundation-ს შესწირავს, რათა, მსოფლიოს მასშტაბით, განათლებასა და ჯანდაცვას დაეხმაროს. „ყველამ ვიცით, რა მნიშვნელოვანია, მივხვდეთ, რა არის სწორი კაპიტალდაბანდება. სოციალური კაპიტალი უმთავრესია“.

2007  გულისთქმას ენდობა და Facebook-ში აკეთებს ინვესტიციას. ამ გადაწყვეტილების მისაღებად სულ ხუთი წუთი სჭირდება მას მერე, რაც ახალბედა ბიზნესის შესახებ ისმენს. მწირი შემოსავლების მიუხედავად, სოციალურ ქსელს მაღალი ღირებულება აქვს ($15 მილიარდი). „ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიაში აკეთებს ინვესტიციას, თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობს“.

2010დან 2014ის ჩათვლით  ლი ამცირებს გარკვეულ ჩინურ და ჰონკონგურ ინვესტიციებს და სანაცვლოდ, ევროპაზე აქვს თვალი დადგმული. ამ კონტინენტზე მისი კომპანიები, ჯამში, $28 მილიარდზე მეტს ხარჯავენ აქტივების შესაძენად, მათ შორისაა წყლის კომპანია, უტილიტარული ფირმები და მობილური ტელეფონების ორი ოპერატორი. „ბიზნესის ხალხს, ზოგადად, არ უნდა ჰქონდეს ზედმეტად ვიწრო ფოკუსი თავის ინდუსტრიაზე“.

2015  ხედავენ, რომ მისი ყურადღება, უმეტესწილად, საზღვარგარეთაა მიმართული, ჰოდა, მთავრობის მიერ კონტროლირებული მედია მის ლოიალობას დიდი ჩინეთისადმი ეჭვქვეშ აყენებს. ლი სამგვერდიან პასუხს აქვეყნებს და ბრალდებებს უარყოფს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *