Google-ი ახალი მესინჯერის შექმნაზე მუშაობს

Google-ი ახალი მესინჯერის შექმნაზე მუშაობს

Google-ი ახალ მესინჯერზე მუშაობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ფუნქციას გამოიყენებს. ამჟამად, კომპანიის საკუთრებაში არსებული მონაცემთა გაცვლის ორივე სისტემა – Hangouts-ი და Messenger-ი, მნიშვნელოვნად ჩამორჩება Facebook-ის მესინჯერს, WhatsApp-ს და ჩინურ WeChat-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, Google აპირებს პროდუქტში რობოტი “ჩააშენოს”, რომელიც აპლიკაციის ფარგლებში მომხმარებლების შეკითხებს უპასუხებს. მეტად სავარაუდოა, რომ ადამიანები პასუხებს Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით მიიღებენ, ისე რომ ბრაუზერზე გადასვლა არ მოუწევთ. ახალი სერვისის გამოსვლის დრო უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია ამ პროექტზე მინიმუმ 1 წელია მუშაობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *