მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით

Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ ერთხელ მან კომპანიის გადასარჩენად Apple-ის ხელმძღვანელ ტიმ კუკს მიმართა. როგორც მან განაცხადა, 2018 წელს, როდესაც ელექტრომწარმოებელი გაკოტრების პირას იყო, ის დაუკავშირდა ტიმ კუკს და Tesla-ს ყიდვა სთხოვა.

"Model 3-ის წარმოების პროგრამის დროს, როდესაც შავი დღეები ჰქონდა კომპანიას, მივედი ტიმ კუკთან Apple-ის მიერ Tesla-ს შეძენის საკითხის განსახილველად, თუმცა, კუკმა უარი განაცხადა შეხვედრაზე“, - წერს ილონ მასკი "ტვიტერზე“.

Tesla კალიფორნიული კომპანიაა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებს აწარმოებს და მსურველს სრულად თვითმართვადი ტექნოლოგიების განვითარებას ჰპირდება. თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ სმარტფონების მწარმოებელმა კომპანია Apple-მაც განაცხადა, რომ 2024 წლისთვის თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას განიხილავს.

ილონ მასკის თქმით, ეს თუ მართალია, უცნაურია Apple-ისგან.

როგორც Reuters-ი თვითმართვადი ავტომობილების წარმოება დიდი გამოწვევაა ისეთი წამყვანი კომპანიისთვისაც კი, როგორიც Apple-ია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კომპანია წელიწადში მილიონობით სმარტფონს აწარმოებს, Apple-ს ავტომობილების წარმოების კუთხით გამოცდილება არ გააჩნია. მაგალითად ელონ მასკს, 17 წელი დასჭირდა Tesla-ს ავტომობილები მომგებიანი გაეხადა.

ჩვენ გირჩევთ

“გრანდ ელექტრონიქსის“ პასუხი 2020-ს

მიკროსაფინანსო სექტორის რეიტინგი

“გრანდ ელექტრონიქსის“ პასუხი 2020-ს

“გრანდ ელექტრონიქსის“ პასუხი 2020-ს

წინა სტატია

“გრანდ ელექტრონიქსის“ პასუხი 2020-ს
22 December, 2020

შემდეგი სტატია

Elon Musk Says He Once Approached Apple CEO About Buying Tesla
23 December, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker