პანდემიამ კომპანიების ციფრული ტრანსფორმაცია 6 წლით დააჩქარა - Twilio

პანდემიამ კომპანიების ციფრული ტრანსფორმაცია 6 წლით დააჩქარა - Twilio

კორონავირუსის პანდემიამ ადამიანებს შორის პირისპირი კონტაქტები შეზღუდა, შედეგად მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს, ორგანიზაციებს და მთავრობებს მოუწიათ ონლაინ რეჟიმში მუშაობასა და კომუნიკაციაზე გადასულიყვნენ.

ონლაინ რეჟიმში გადასვლამ კი ბევრი კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დააჩქარა. როგორც ე.წ ქლაუდ სერვისის მიმწოდებელი კომპანია Twilio-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯეფ ლოუსონი აცხადებს, პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაცია მინიმუმ ექვსი წლით დააჩქარა.

“ტენდენცია, რომელიც მანამდეც შეინიშნებოდა საზოგადოებაში, იქნება ეს პროცესების გაციფრულება, სტრიმინგ სერვისების მოხმარების გაზრდა და ციფრულ სივრცეში გადანაცვლება, კორონავირუსის პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდა“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, Twilio-მ ციფრული ჩართულობის კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გამოიკვლიეს კომპანიები და მათი რეაგირება პანდემიის შედეგად გამოწვეულ შეზღუდვებზე.

აღსანიშნავია, რომ Twilio არის ისეთი კომპანიებისთვის ე.წ ქლაუდ სერვისების მიმწოდებელი, როგორიცაა Uber-ი, Nike-ი, Airbnb-ი. აღნიშნულ კომპანიებს Twilio აძლევს შესაძლებლობას ციფრულად დაუკავშირდნენ თავიანთ მომხმარებლებს. თავად Twilio-ს აქციები პანდემიის პერიოდში 277%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *