ნოემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 51 მილიონით გაიზარდა

ნოემბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 51 მილიონით გაიზარდა

2015 წლის ნოემბერში საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა ჯამში 51 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 34 მლნ ლარით გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები – 124 მლნ ლარით, ხოლო მიმდინარე ანგარიშები 107 მლნ ლარით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლოს ჩათვლით ლარში განხორციელებული დეპოზიტები ჯამში 344 მლნ ლარითაა შემცირებული, მათ შორის, ვადიანი დეპოზიტები 157 მლნ ლარით შემცირდა.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები ნოემბერში 0.3 მლნ ლარით გაიზარდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 69.7% შეადგინა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 10.6 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.6 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.8%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 8.4%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *