კომპანია სამსუნგი 2021-ს საახალწლო აქციებით ხვდება

სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობა განსაკუთრებულად მოემზადა საახალწლო პერიოდისთვის და თავის ერთგულ მომხმარებელს უამრავ აქციას სთავაზობს, როგორც ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში, ასევე მათი ვებ-გვერდების საშუალებით. მომხმარებლებს  საშუალება აქვთ გააკეთონ საახალწლო შენაძენი და მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მორთული ნაძვის ხის ქვეშ  დაახვედრონ  საუკეთესო საჩუქრები გალაქსის ეკოსისტემიდან.

ბრენდის აქციის მთავარი მესიჯია "ჰოლოგრამა გიცავს..  და გასაჩუქრებს“, რაც გულისხმობს, რომ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის ან სხვა სმარტ მოწყობილობის შეძენისას, მომხარებელი არაერთ საჩუქარსა და სარგებელს მიიღებს. მაგალითად,  მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს "Trade in“ პროგრამაში, მიიტანოს თავისი ნებისმიერი ბრენდის ძველი სმარტფონი და მიიღოს 400 ლარიანი ფასდაკლება Galaxy S და Note სერიის ფლაგმანებზე. ასევე, დამატებით მყიდველს გადაეცემა უსაზღვრო ეკრანის 1 წლიანი გარანტია, რაც გულისხმობს - ერთი წლის განმავლობაში ნებისმიერი მიზეზით გატეხილი ეკრანს სამსუნგი სიმბოლურ ფასად შეუცვლის.

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ საახალწლო აქცია სამსუნგის ჰოლოგრამიან ბიუჯეტურ  მობილურებსაც შეეხება.  Galaxy A სერიის სმარტფონების შეძენისას, მომხმარებელი სხვაადსხვა ნომინალიან ვაუჩერს მიიღებს საჩუქრად.

          

რა უნდა გავითვალისწინოთ საახალწლო შენაძენის გაკეთებამდე

სადღესასწაულო „შოფინგის“ ქარცეცხლში გახვეულებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტექნიკა ან მოწყობილობები, რომელსაც ვყიდულობთ დიდხანს უნდა ემსახუროს მფლობელს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს შესაძენი ნივთის საგარანტიო პირობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში  სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამას.

უკვე რამდენიმე წელია, რაც სამსუნგის ოფიციალურ პროდუქციას საქართველოსთვის სპეციალურად დამზადებული ჰოლოგრამა იცავს და ანსხვავებს არაოფიციალური ანალოგებისაგან. ჰოლოგრამიანი პროდუქტის შეძენისას მომხმარებელმა იცის, რომ ნივთის დაზიანების შემთხვევაში მას სამსუნგის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი მოემსახურება. ასეთ საგარანტიო მომსახურების ცენტრში, დაზიანებული სმარტფონის ყველა ნაწილი, მხოლოდ ორიგინალი ნაწილით ჩანაცვლდება.  ჰოლოგრამის მქონე სმარტფონი სრულად არის მორგებული ადგილობრივ GSM ქსელებთან, მოყვება ადაპტირებული აქსესუარები

გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს და აქვე შეგახსენებთ რომ, სამსუნგის საახალწლო აქცია  მის ოფიციალურ პარტნიორებთან მიმდინარეობს:  ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი.

არ დაგავიწყდეს, ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს!

ჩვენ გირჩევთ

როგორ ანაწილებენ ადამიანები 24 საათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - OECD

ბილ გეითსი: საგანგაშოა, რომ ბევრ ადამიანს ვაქცინების ეფექტურობის არ სჯერა

როგორ ანაწილებენ ადამიანები 24 საათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - OECD

როგორ ანაწილებენ ადამიანები 24 საათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? - OECD

წინა სტატია

The Billionaires Who Died In 2020: Remembering Their Lives
28 December, 2020

შემდეგი სტატია

ჯანმრთელობა vs. სიმდიდრე
28 December, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker