რუსეთში COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, შესაძლოა, 3-ჯერ უფრო მეტი იყოს

რუსეთში COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით, შესაძლოა, 3-ჯერ უფრო მეტი იყოს

რუსეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, სამჯერ უფრო მეტი იყოს, ვიდრე ამდრომდე იყო ცნობილი. ამის შესახებ CNBC ქვეყნის წამყვან პოლიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის Rosstat-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ჯამში იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით გარდაცვლილთა რაოდენობა 229 700-ით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ზრდის 81% სწორედ კორონავირუსით გარდაცვალებაზე მოდის. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ვირუსის გამო ქვეყანაში დაღუპულია სულ მცირე 186 000 ადამიანი, ოფიციალურად კი ამ დრომდე ცნობილია, რომ რუსეთში ვირუსს 55 827 ადამიანი შეეწირა. ანუ შესაძლოა, რუსეთი კოვიდით სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილას იყოს აშშ-ის და ბრაზილიის შემდეგ.

ცნობისთვის, რუსეთს მიუხედავად ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ზრდისა, საყოველთაო “ლოქდაუნი“ არ გამოუცხადებია. მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა – Sputnik V ქვეყანას პანდემიის კონტროლში დაეხმარება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *