ჩინეთის ეკონომიკას სრულ აღდგენამდე კიდევ რამდენიმე თვე სჭირდება

ჩინეთის ეკონომიკას სრულ აღდგენამდე კიდევ რამდენიმე თვე სჭირდება

ჩინეთის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის შოკიდან ჯერ სრულად გამოსული არ არის. ამის შესახებ China Beige Book-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს ბიზნეს ლიდერებმა განაცხადეს.

ზუსტად ერთი წლის წინ დაფიქსირდა ჩინეთის ქალაქ უჰანში კორონავირუსი. დღეს გამოკითხული ბიზნეს ლიდერების 2/3 ამბობს, რომ ისინი გაყიდვების და შემოსავლების მაჩვენებლების 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებას მინიმუმ სამი თვე არ ელოდებიან.

China Beige Book-მა 3 300 ბიზნეს ლიდერი გამოკითხა 12 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, რომელიც ჩინეთში ბიზნეს აქტივობას ეხებოდა.

ეკონომისტები, წელს, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ზრდას ელოდებიან.

რაც შეეხება სხვა ტენდენციებს, China Beige Book-ის დაკვირვებით, მეოთხე კვარტალში ძვირადღირებული პროდუქციის, საკვების და ტანსაცმლის გაყიდვების კლება წინა კვარტალთან შედარებით შეინიშნება.

ამის საპირისპიროდ უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა ავტომობილების, ავეჯის და ტექნიკური მოწყობილობების გაყიდვებში, რაც იმაზე მეტყველებს რომ შეძლებული ოჯახების მიერ მსხვილი ნივთების შესყიდვა გაიზარდა.  

რაც შეეხება მომსახურების სფეროს, China Beige Book-ის დასკვნით, მეოთხე კვარტალში ამ მიმართულებით ზრდა განპირობებული იყო ტელეკომუნიკაციების, გადაზიდვების და ფინანსური სერვისების ზრდის ხარჯზე.

გარდა ამისა, მეოთხე კვარტალში გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი. ამასთან, ჩინეთის ბაზარი მთელი მსოფლიოს კომპანიებისთვის კვლავ ნათელი წერტილი რჩება, ვინაიდან ამ ქვეყანამ პანდემიის კონტროლი მოახერხა, ხოლო ეკონომიკური ზრდა მეორე კვარტლიდან დაიწყო.

ცნობისთვის, ჩინეთი 2020 წლის სრულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს 18 იანვარს გამოაქვეყნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *