General Motors-მა ახალი ელექტრომობილი Chevrolet Bolt-ი წარმოადგინა

General Motors-მა ახალი ელექტრომობილი Chevrolet Bolt-ი წარმოადგინა

კორპორაცია General Motors-მა ახალი ელექტრომობილი Chevrolet Bolt-ი წარმოადგინა. ახალი ნიმუშის პრეზენტაცია გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა მერი ბარრამ პირადად გამართა.

“ეს არის ინვესტიცია მომავალში”, – განაცხადა მან. 5-ადგილიან Chevrolet Bolt-ს დამუხტვის გარეშე 320 კილომეტრის გავლა შეუძლია – თითქმის იმდენივე, რამდენიც Tesla-ს Model S-ს. ახალი მოდელის წარმოებაში გაშვებას General Motors წელსვე დაიწყებს, მისი ფასი დაახლოებით 30 ათასი დოლარი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *