2015 წელს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 4.9 პროცენტით გაიზარდა

2015 წელს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 4.9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში საქონლისა და მომსახურების ფასები 0.6%-ით შემცირდა და წლიურმა ინფლაციამ (2015 წლის 12 თვის) 4.9% შეადგინა.

2015 წელს ყველაზე მეტად (11%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. 10.5%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი,9.2%-ით ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასი. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.8%-ით გაძვირდა. 4.2%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *