ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენმდივნად მეორე ვადით აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენმდივნად მეორე ვადით აირჩიეს

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი კიდევ ერთხელ აირჩიეს. საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატურამ 25 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა – ბაჰრეინის კანდიდატმა კი – 8.

ეს იმას ნიშნავს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს მეორე ვადით 2022 წლიდან 2025 წლის 1 იანვრამდე უხელმძღვანელებს.

“ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ მხარდაჭერის და ნდობის გამო, რაც UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებისგან მივიღე. ჩვენ ერთად წინა პლანზე წამოვწიეთ ჩვენი სექტორის რელევანტურობა გამოწვევებით სავსე პერიოდში და ერთად, ძლიერი სიმტკიცით, ჩვენ ტურიზმს დავუბრუნებთ ძველ კურსს. 2021 წელს ჩვენ ხელახლა ავამოქმედებთ ტურიზმს ერთიანად”, – დაწერა ზურაბ პოლოლიკაშვილმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

არჩევნები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ცნობისთვის, ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის გენერალურ მდივნად პირველად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ტურიზმისთვის უმძიმესი გამოწვევა COVID-19-ის კრიზისს უკავშირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *