OPEC-ის წევრი ქვეყნები საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ

OPEC-ის წევრი ქვეყნები საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ

ნიგერიის ნავთობის მინისტრის და OPEC-ის კონფერენციის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ემანუელ იბე კაჩიკვუს ცნობით, საგანგებო სდომის გამართვას კარტელის მონაწილე რამდენიმე ქვეყანა ითხოვს და ეს სხდომა შესაძლოა მარტის დასაწყისში გაიმართოს. სავარაუდოდ, სხდომაზე იმსჯელებენ ორგანიზაციის სტრატეგიის ცვლილებაზე, იმ ფონზე, როდესაც ბაზარზე “შავი ოქროს” მკვეთრი გაუფასურება ხდება. OPEC-ის კალათის ღირებულება  27,07 აშშ დოლარამდე შემცირდა. სამშაბათის მიმდინარე ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 31.69 აშშ დოლარზეა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ 1 ბარელი ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ბრიტანული Standard Chartered-ის პროგნოზით, ნავთობის ღირებულება შესაძლოა 10 აშშ დოლარამდეც კი დაეცეს. ნავთობის 60 აშშ დოლარამდე გაიაფება მოხდა ბაზარზე ჭარბი მიწოდებით, თუმცა 35 აშშ დოლარმდე ფასის შემცირება ძირითადად განაპირობა აშშ დოლარის გამყარებამ. 

2014 წლის სექტემბერში 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობი 102,77 აშშ დოლარი ღირდა. ამის შემდეგ ფასმა ვარდნა დაიწყო და ამ დროისათვის 1 ბარელის ფასი 30,69 აშშ დოლარია – 3-ჯერ ნაკლები 2014 წლის შემოდგომის ფასზე. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *