EBRD-ის მსოფლიო ინვესტიციები 2015 წელს 5,6%-ით გაიზარდა

EBRD-ის მსოფლიო ინვესტიციები 2015 წელს 5,6%-ით გაიზარდა

EBRD-მა მსოფლიო ინვესტიციები 2014 წლის 8,9 მილიარდი ევროდან 2015 ში 9,4 მილიარდ ევრომდე გაზარდა. ზრდა 5,6% იანია. EBRD-ის ინვესტიციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმის ფონზე, რომ განვითარებადი ბაზრების კაპიტალი დარტყმის ქვეშ იყო და შემცირდა კომერციული ბანკების ინვესტიციები განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. საერთო ჯამში EBRD-მა 2015 წელს დააფინანსა 381 პროექტი 30-მდე ქვეყანაში, მათ შორის მაროკოში, ეგვიპტეში და მონღოლეთში. 

ბანკმა წმინდა შემოსავალი წლის ბოლოს მიღებული შედეგებით 0,8 მილიარდი ევრო მიიღო. გასულ წელს  EBRD-ის ყველაზე მოცულობითი  რესურსების მიმღები გახდა თურქეთი (1,4 მილიადრი ევროდან 1,9 მილიარდ ევრომდე), მეორე უკრაინაა, რომელმაც EBRD-სგან 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია მიიღო. ყაზახთში EBRD-ის ინვესტიცია 2015 წელს 576 მილიონი ევროდან 708 მილიონ ევრომდე გაიზარდა, პოლონეთში 593 მილიონი ევროდან 647 მილიონ ევრომდე, სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში 1 მილიარდი ევროდან 1,5 მილიარდ ევრომდე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *