ნავთობი იაფდება – რუბლი უფასურდება

ერთი ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 29 დოლარამდე შემცირდა და კლებას განაგრძობს. ბრენტის მიხედვით ბარელი ნავთობი კი დღეს 28 დოლარი ღირს. მსოფლიოში ნავთობზე გარიგებები ძირითადად ბრენტის ფასის მიხედვით დგება.

ნავთობზე ფასის დაცემა მნიშვნელოვნად აზარალებს რუსეთს, რომლის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ბარელ ნავთობზე 50 დოლარიან ფასზეა დაგეგმილი. რუსეთი ნავთობის ფასის ყოველი ერთი დოლარით შემცირებაზე წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის შემოსავალს კარგავს. რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ნავთობის დღევანდელი ფასით, 2016 წლის ბიუჯეტის დეფიციტი მინიმუმ 40 მილიარდი დოლარით იზრდება.

ნავთობზე ფასის დაცემა რუსულ რუბლზეც აისახა. ბოლო ერთ თვეში რუბლი დოლარის მიმართ 11%-ით გაუფასურდა და დღეს 1 დოლარი 79 რუბლი ღირს.

ყოველდღიურად ეცემა მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსიც (RTS), რომელიც ბოლო ერთ თვეში 18%-ით შემცირდა და 649-ს გაუტოლდა.

წინა სტატია

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს
18 January, 2016

შემდეგი სტატია

რკინის ქალამნების შემდგომი პერიოდი: საგადასახადო დავების გადაწყვეტა
18 January, 2016
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker