ჯორჯ სოროსი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს

ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს. სოროსის აზრით, ახალი კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს ჩინეთის მცდელობამ, იპოვოს განვითარების ახალი მოდელი. "იუანის დევალვაციას მთელი მსოფლიოსთვის მოაქვს პრობლემები. განვითარებადი მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა დადებით საპროცენტო განაკვეთთან დაბრუნება“, - განაცხადა სოროსმა და დასძინა, რომ დღეს არსებული მდგომარეობა 2008 წლის მსოფლიო კრიზისს აგონებს. 

ჯორჯ სოროსი 2008 წლის კრიზისის განმეორებას ადრეც ვარდაუდობდა. 2011 წელს ამერიკელმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ევროპის საგარეო კრიზისი, რომელიც საბერძნეთის ვალების გამო დაიწყო, კიდევ უფრო სერიოზული იყო, ვიდრე 2008 წელს შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარება.  "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, ჯორჯ სოროსის ქონება 24,2 მილიარდი დოლარია.

წინა სტატია

რკინის ქალამნების შემდგომი პერიოდი: საგადასახადო დავების გადაწყვეტა
18 January, 2016

შემდეგი სტატია

გასული წელი და მომავლის გამოწვევები
20 January, 2016
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker