რის ხარჯზე ივსება საქართველოს ბიუჯეტი

საქართველოს 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა (ყველა სახის შემოსავლის ჯამმა) 10 739 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 74.6% (8 მილიარდი ლარი) საგადასახადო შემოსავლებზე მოდის. მეორე ადგილზეა ვალის აღება 1.4 მილიარდი ლარით.
საგადასახადო შემოსავლების 44% დამატებული ღირებულების გადასახადზე (დღგ) მოდის, ხოლო 28% საშემოსავლო გადასახადზე. მოგების გადასახადმა 1 მილიარდ 25 მილიონი ლარი შეადგინა.
პრივატიზაციიდან და რადიოსიხშირის გამოყენების ლიცენზიის გაყიდვიდან შემოსავალმა 355 მილიონი ლარი შეადგინა.
ცხრილი: საქართველოს 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები (შიდა ტრანსფერების გამოკლებით), მილიონ ლარებში:
შემოსულობები სულ |
10739 |
ჯამის წილი |
გადასახადები |
8011 |
74.6% |
დამატებული ღირებულების გადასახადი |
3505 |
32.6% |
საშემოსავლო გადასახადი |
2223 |
20.7% |
მოგების გადასახადი |
1025 |
9.5% |
აქციზი |
871 |
8.1% |
ქონების გადასახადი |
290 |
2.7% |
იმპორტის გადასახადი |
69 |
0.6% |
სხვა გადასახადები |
26 |
0.2% |
უცხოური გრანტები |
285 |
2.7% |
სხვა შემოსავლები |
636 |
5.9% |
შემოსავლები საკუთრებიდან |
147 |
1.4% |
საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია |
210 |
2.0% |
ჯარიმები და საურავები |
124 |
1.2% |
ნებაყოფლობითი ტრანსფერები |
59 |
0.5% |
სხვა |
96 |
0.9% |
შემოსულობა არაფინანსური აქტივებიდან |
355 |
3.3% |
პრივატიზაცია |
173 |
1.6% |
რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიიდან |
182 |
1.7% |
შემოსულობა ფინანსური აქტივებიდან |
73 |
0.7% |
ვალის აღება |
1379 |
12.8% |
საშინაო |
333 |
3.1% |
საგარეო |
1047 |
9.7% |