კენიაში შესაძლოა Netflix–ი აკრძალონ

კენია კომპანია Netflix–ს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხებისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. მიზეზად „შოკისმომგვრელი და აშკარად ეროტიული“ ვიდეომასალის ეთერში გაშვება დასახელდა, რომელმაც კენიის ხელისუფლების აზრით, შესაძლოა ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითდ იმოქმედოს. ამ ინფორმაციას The Financial Times–ი ავრცელებს კენიის სპორტის, კულტურის და ხელოვნების  სამინისტროსთან არსებული კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით.

თუ Netflix–ი იმ კონტენტზე წვდომას არ შეზღუდავს, რომელიც შეიძლება ახალგაზრდებზე რადიკალურად უარყოფით გავლენას ახდენდეს, შესაძლოა სერვისი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიბლოკოს – აცხადებენ სამინისტროში. თუმცა, კომისია მზად არის Netflix–ის წარმომადგენლობას შეხვდეს და პრობლემის გადაჭრის გზები განიხილოს. კენია იმ 130 ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც Netflix–მა ოპერირება 2016 წლიდან დაიწყო.

წინა სტატია

რის ხარჯზე ივსება საქართველოს ბიუჯეტი
22 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

სავალუტო ბირჟაზე ლარის კურსმა 2.48-ს მიაღწია
22 იანვარი, 2016
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker