ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.49 გახდა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.49 გახდა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.49-ია, თუმცა ბლუმბერგის ბანკთაშორის სავაჭრო ბირჟაზე (საიდანაც ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ კურსს ადგენს) დღეს ლარის კურსმა 2.50-ს მიაღწია. 1 ევროს ოფიციალური კურსი 2.70 ლარია.

მნიშვნელოვანია, რომ 22 იანვარს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად, თუმცა ლარი მაინც გაუფასურდა. 20 მილიონი დოლარის გაყიდვით ეროვნულმა ბანკმა 49.4 მილიონი ლარი გამოისყიდა, თუმცა იმავე დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49 მილიონი ლარი დეფიციტურად, დეპოზიტზე არსებული ნაშთის გამოყენებით დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *