აშშ–ის უნივერსიტეტებმა 2015 წელს რეკორდული რაოდენობის შემოწირულობები მიიღეს

ამერიკულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა 2015 წელს რეკორდული მოცულობის შემოწირულობები მიიღეს – 40,3 მილიარდი დოლარი. Bloomberg-ის ინფორმაციით, ფულადი სახსრების გარდა, უნივერსიტეტებმა საჩუქრად ხელოვნების ნიმუშები და იშვიათი წიგნებიც მიიღეს.

273 სასწავლო დაწესებულების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტები კიდევ ერთხელ გახდნენ რეკორდსმენები ყოველწლიური შემოწირულლობების რეიტინგში,  სტენფორდის უნივერსიტეტმა 1,63 მილიარდი დოლარი მიიღო, მათ შორის 2 შემოწირულობა 100–მილიონი დოლარიანი, რომლებიც სამედიცინო ცენტრის, 2 საავადმყოფოს და მედიცინის კოლეჯის მხარდაჭერისთვის იყო  განკუთვნილი.  ჰარვარდის უნივერსიტეტმა 2015 წელს 1,1 მილიარდი დოლარის შემოწირულობა მიიღო.

2015 წელს აშშ–ის უმაღლეს სასწავლებლებში შესული შემოწირულობების ჯამი წინა წელთან შედარებით 7,6%ით გაიზარდა.

წინა სტატია

საახალწლო მირაჟი
28 იანვარი, 2016

შემდეგი სტატია

2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8 პროცენტით გაიზარდა
29 იანვარი, 2016
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker