იანვარში 4.3 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში, 2015 წლის იანვართან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 4.3 %-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვარში 111 622 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის იანვარში 116 369.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2015 წლის იანვართან შედარებით 4.4%-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვარში 309 467 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის იანვარში კი 323 159. ყველაზე მეტი (107 831) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 79 642 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 58 994 ვიზიტორით.

წინა სტატია

დაიჭირე ინტერნეტი, გამოიჭირე კლიენტი
02 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

ირანული ბანკები SWIFT-ზე წვდომას იბრუნებენ
02 თებერვალი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker