ირანი ნავთობის ექსპორტს ზრდის

ირანიდან ევროპაში 4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის ნავთობის ეროვნული კომპანიის ხელმძღვანელმა, როკნოდინა ჯავადიმ გაავრცელა. "ორი მილიონი ბარელი ნავთობი ფრანგულმა კომპანია „ტოტალმა“ შეიძინა, დანარჩენი კი რუსულმა და ესპანურმა კომპანიებმა", – განაცხადა ჯავადიმ. 

იანვარში ფრანგულმა Total–მა მოაწერა ხელი კონტრაქტს ირანული ნავთობის შეძენაზე, რომელიც დღეღამეში 150-დან 200 ათასამდე ბარელი ნავთობის ყიდვას გულისხმობს. აშშ-ის მიერ ირანისთვის სანქციების გაუქმების შემდეგ, ირანმა განაცხადა, რომ მომევნო ექვსი თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის ექსპორტს დღეში სულ მცირე მილიონ ბარელამდე გაზრდის.

წინა სტატია

იზრდება თუ მცირდება ხელისუფლების შენახვის ხარჯები?
15 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

საქართველოს ექსპორტი და იმპორტი კვლავ მცირდება
15 თებერვალი, 2016
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker