ნავთობის მარაგების ზრდის შეჩერება შესაძლოა 2016 წლის მეორე ნახევარში მოხდეს

ნავთობის მარაგების ზრდის შეჩერება შესაძლოა 2016 წლის მეორე ნახევარში მოხდეს

Goldman Sachs-ში მიაჩნიათ, რომ პირველად, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ოპეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც სხვა ქვეყნებიც ეთანხმებიან, ნავთობის ფასზე გავლენას არ მოახდენს. საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის გაფორმბული შეთანხმება ნავთობის მოპოვების მოცულობის უცვლელობაზე “ნავთობის ბაზარზე მცირე გავლენას იქონიებს. ამავე დროს არსებობს ეჭვები, რომ შეთანხმება არ შესრულდება”.

საინვესტიციო ბანკში თვლიან, რომ არასტაბილური ფასები იქამდე იქნება, სანამ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები წიაღისეულის მოპოვების ზრდას არ შეაჩერებენ. ბანკის პროგნოზის მიხედვით, ნავთობის მარაგების ზრდის შეჩერება შესაძლოა 2016 წლის მეორე ნახევარში მოხდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *