ფინანსთა სამინისტრომ 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

დღეს, 24 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 13.3 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 15.25 პროცენტით, მაქსიმალური 15.75 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი განაკვეთი 15.5 პროცენტით განისაზღვრა.

გასული წლის აპრილთან შედარებით 10-წლიანი ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 5% პუნქტით გაიზარდა.

გრაფიკი - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები:

წინა სტატია

ბოლო 3 წელიწადში რუსეთმა თავდაცვის ხარჯები 75%-ით გაზარდა
24 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

ბილ გეიტსი Apple-ს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისკენ მოუწოდებს
24 თებერვალი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker