იანვარში ლარში განთავსებული დეპოზიტები 255 მილიონით შემცირდა

2016 წლის იანვარში, წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში მოზიდული დეპოზიტების მოცულობა 255 მილიონი ლარით (5.5%-ით) შემცირდა - მათ შორის,  ვადიანი დეპოზიტები 35 მილიონი ლარით, მიმდინარე ანგარიშები 118 მილიონი ლარით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 102 მილიონი ლარით შემცირდა. 2015 წლის იანვართან შედარებით, 2016 წლის იანვარში ლარში განხორციელებული დეპოზიტები 210 მილიონი ლარითაა შემცირებული.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 2016 წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით,  87 მილიონი დოლარით (2%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი 658 მილიონი დოლარითაა გაზრდილი. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 72.3% შეადგინა. ერთი წლის წინ დოლარიზაციის მაჩვენებელი 64% იყო.

ჯამში, უცხოურ ვალუტაში განხორციელებულია 11.4 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 4.4 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

2016 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 3.6%-ია, ერთი წლის წინ 4.5% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 9%-ია, ერთი წლის წინ 7.2% იყო.

წინა სტატია

ფრენსის ფუკუიამა და დევიდ კრამერი 2016 წლის მთავარ გამოწვევებზე
25 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი 22.4 პროცენტამდე გაიზარდა
25 თებერვალი, 2016
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker