ჩინური სმარტფონების წილი მსოფლიო ბაზარზე იზრდება

ჩინელი მწარმოებლების სმარტფონებმა და პლანშეტებმა ბარსელონის Mobile World Congress–ზე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვეს. მათ წარმატებას ექსპერტები ხშირად იმით ხსნიან, რომ ჩინელი მწარმოებლები მომხმარებლებს სხვადასხვა საფასო კატეგორიის პროდუქციას სთავაზობენ. ამასთან, ჩინური ჰაიტექი დიდ ფულს დებს ინოვაციებში.

კომპანია IDC-ის მონაცემებით, 2015 წელს Samsung-ის წილი სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე 24,4%-დან 22,8%-მდე შემცირდა. Apple-ის წილი მართალია 14,8%-დან 16,2%-მდე გაიზარდა, მაგრამ პირველად, 13 წლის მანძილზე, კომპანიას შემოსავლები შეუმცირდა. სამაგიეროდ, სამმა ჩინურმა კომპანიამ - Huawei-მ (7.4%), Lenovo-მ (5,2%) და Xiaomi-მ (4,9%) - გლობალურ ბაზარზე წილები გაზარდა.

წინა სტატია

ევროკავშირის ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაჩვენებლები
26 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

საკუთარ გატაცებათა მკვებავი
29 თებერვალი, 2016
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker